ნუკრი რევიშვილსა და "მორდოვიას" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი რუსული საფეხბურთო კლუბის, "მორდოვიას" ღირსებას აღარ დაიცავს. სარანსკის კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. შესაბამისად, ნუკრის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

29 წლის ქართველი მეკარე "მორდოვიას" ღირსებას რუსეთის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონში იცავდა, თუმცა გუნდმა ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და პირველ ლიგაში დაქვეითდა. რევიშვილმა კი 7 ივნისს, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩში სახის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ გუნდში აღარ უთამაშია.

ნუკრი რევიშვილს სხვადასხვა დროს ასევე ქუთაისის "ტორპედოში", ყაზანის
"რუბინში", მახაჭყალის "ანჟიში", "კრასნოდარში", გორის "დილაში", მალტის "ვალეტასა" და "ტოსნოში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუკრი დინამოში სანამ დროააააააა!!!
ბაჩო გ
21:05 05-08-2016
0
დინამოს ფორმაში მყოფი რევიშვილი ნამდვილად გამოადგებოდა.სკრიბე კი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე,დინამო იმსახურებს კარგ მეკარეს.
bebeto
19:10 05-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული