3 მატჩში 4 გოლი - გიორგი არაბიძემ ამჯერად დუბლი მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში დონეცკის "შახტარმა", რომლის რიგებშიც ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე ასპარეზობს, "ოლექსანდრია" ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

არაბიძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და დუბლიც მიითვალა. გიორგიმ თავი მე-14 (2:0) და 58-ე (5:0) წუთებზე გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ არაბიძეს "შახტარში" უკვე მესამე შეხვედრაა გააქვს. წინა ორ მატჩში მან მეტოქის კარის აღება თითო-თითოჯერ შეძლო. ამგვარად, 3 ტურის შემდეგ ქართველის ანგარიშზე 4 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
gatuna, ეგ თქვენი მოსაზრება, გიორგის სუსტ თამაშთან დაკავშირებით, თქვენი, როგორც რიგითი გულშემატკივრის, თუ ექსპერტის შეხედულებაა.
0
უნდა ითამაშოს ეროვნულშიც და სულ თავისუფლად ჩაანაცვლებს ნებისმიერ ფეხბურთელს,პლიუს ჯარიმებსაც კარგად ასრულებს
michael
07:55 07-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული