აბურჯანიას პრობლემა - რა უშლის ხელს 21 წლის ქართველის ტრანსფერს "სევილიაში"

AutoSharing Option
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტარაგონას "ხიმნასტიკში" გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანურ "სევილიაში" გააგრძელებდა.

შემდეგ ინფორმაციები დაზუსტდა: მხარეებმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და აბურჯანია ანდალუსიურ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მტკიცებით, "სევილიამ" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადა, საიდანაც 15 პროცენტი აბურჯანიას ყოფილ კლუბს, ფამაგუსტას "ანორთოსისს" ერგო.

ესპანური მედიის მტკიცებით, გიორგი ესპანეთის სამხრეთში მდებარე პროვინციის მთავარ ქალაქში აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, რათა 4-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. ამის შემდეგ
კი, პოპულარული გამოცემა "მარკას" ცნობით, აბურჯანია "სევილიას" მეორე გუნდის, "ატლეტიკო სევილიას" გასაძლიერებლად აიყვანეს, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ახლახან გადავიდა.

diarimes.com-ის ინფორმაციით, აბურჯანიას "სევილია" ოფიციალურად ორშაბათს, 8 აგვისტოს წარადგენდა...

მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებული იყო და ყველა ფორმალური მხარის მოგვარებას ველოდით, მაგრამ გავიდა ეს 8 აგვისტოც და ქართველი ჯერ ისევ ოფიციალურად "ხიმნასტიკის" ფეხბურთელად ითვლება. შევიტყვეთ, რომ 21 წლის ნახევარმცველს ბარიერი შეუქმნა იმან, რამაც ბევრ ქართველს ევროპასა თუ რუსეთში - საქართველოს პასპორტმა.

აბურჯანია ჯერ ვრცელ კომენტარს ერიდება, მაგრამ ის კი გვითხრა, რომ პრობლემა სამუშაო ვიზის გამო შეექმნა და ახლა მის მოგვარებას კლუბი ცდილობს, ხელშეკრულებას კი ამის შემდეგ გააფორმებს. იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება.

გიორგი მართლაც "ატლეტიკო სევილიაში" რომ გაუშვან და სეგუნდა დივიზიონში ითამაშოს, ესეც ბევრს არაფერს ცვლის - ევროპალიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებული "სევილიას" ინტერესის სფეროში ქართველი ახალგაზრდის მოხვედრა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედია, ტრანსფერი აუცილებლად შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
რა იურიდიული პრობლემები რის იურიდიული პრობლემები გადაიხადე 3000 ევრო და მოაწერე ხელი ვინმე ევროპელთან და მიიღებ ცხოვრების და მუშAობის უფლებას მეღადავებით თქვეენ თუ რას აკეთებთ?? ეტყობა მარტო იურიდიულ პრობლემებში არაა საქმე
...
12 აგვისტო 2016 14:07
0
სამუშაო ვიზა ქონდა ხიმნასტიკში და სევილიაში რო ჩავიდა , მერე უკვე აღარ ქონდა???? :D , ანუ ჯერ ყველანაირი სამუშაო დოკუმენტი მოგვარებული ქონდა, და მერე სევილიაში ირკვევა რო თურმე სამუშაო უფლება არ აქ, ესეიგი არალეგალურად იყო ხიმბასტიკში?გაარკვიეთ მაინც წესიერად, ან ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე რო დავიძახოთ არ შეილება?
Vaso
10 აგვისტო 2016 10:50
0
ხიმნასტიკში თვითონ პრობლემა არ შექმნია სამუშაო ვიზაზე, არც მის მეგობარს და სევილიაში რატოოოოომ??????????????????? სხვა რამე მაინც გეთქვათ ეგეთები უკვე ჩემი 3 წლის ბიჭსაც აღარ სჯერა!!!!!
khose ignasio
10 აგვისტო 2016 01:53
0
მერე ვისი ბრალია? ნაკრები პირველ 75 ში რომ იყოს რეიტინგის მიხედვით არავის პრობლემა არ შეექმნებოდა. ისევ საკუთარ თავს დააბრალონ ფეხბურთელებმა.
kai ra
09 აგვისტო 2016 22:16
0
ამიტომაც უნდა განვავითაროთ ეროვნული ჩემპიონატი, არანაირი ექსპორტიორი ქვეყანა, ყველგან გატეხილი აქვთ სახელი ჩვენს ფეხბურთელებს.
ფაშა ძლიერი
09 აგვისტო 2016 20:54
0
კაი ერთი! დააბრალეს ვითომ პასპორტს. ეს ჟურნალისტები იმასაც წერდნენ რო ლორიას ინგლისში გადასვლასაც პასპორტმა შეუშალა ხელი მარა მხითარიანის მანჩერსტერში გადასვლამ რა გვიჩვენა? რა სომხებს შეუძლიათ სამუშაო ვიზის აღება და ჩვენ არა? არც სომხეთი არაა ტოპ 70 ქვეყანაში. შენ კაი ფეხბურთელი იყავი და კლუბს რო მართლა უნდოდე ყველაფერს იზავს და გაგიკეთებს სამუშაო ვიზას. თქვენ თამაში არიცით, არანაირი ამბიცია არგაქვთ და ბოლოს ყველაფერს ქართულ პასპორტს აბრალებთ.
დათო
09 აგვისტო 2016 20:47
0
ჩემმა ამხანაგმა მომიყვა რო უნგრეთში ცხოვრობს და სამუშაოს გამოცვლა უნდა მარა ახლა იცდის რო მუდმივი საცხოვრებელი ნებართვა მიიღოს. რადგან მიმდინარე ნებართვა სამსახურზეა მიბმული და საქართველოში ჩამოსვლა და ხელახლა ჩალიჩI მოუწევდა, მარა სპორტსმენებზე დავიჯერო არ ხდება ამ საკითხის მოგვარება?????
giga
09 აგვისტო 2016 17:18
0
იკას. მართალი ხარ სამწუხაროდ ეგრეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს. პაპუნაშვილის ბედს გაიზიარებს, იმედია არ ვცდები. მეორე კიდე სევილი სხვა ქვეყნის გუნდია თუ მეშლება რამე. იგივე ქვეყანაში ეხლა ჭირდება ვიზა აბა აქამდე რით თამაშობდა?
beqa
09 აგვისტო 2016 17:03
0
ჩავბჟირდი სიცილით :D :D :D
giga
09 აგვისტო 2016 16:37
0
რაღაც მაქინაციებია აღძრული ქართველ ფეხბურთელებზე შეგნებული. ვიღაც ვიღაცეებს არ უნდათ ქართველი ტალანტების ევროსარბიელზე გამოჩენა ფაქტია!
......
09 აგვისტო 2016 16:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული