თორნიკე ოქრიაშვილი - კონტრაქტი უახლოეს დღეებში?

AutoSharing Option
არავინ დავობს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. როცა ის ფორმაშია, "ჯვაროსნები" უკეთ თამაშობენ, რადგან ასეთი არაორდინარული და თამაშის ბედის გადამწყვეტი ფეხბურთელები თითქმის აღარ დაგვრჩა. თურქული "ესქიშეჰირიდან" წამოსულ 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ტრანსფერი ბელგიურ "გენკთან" აკავშირებს. ერთი ხანობა, ბელგიელებთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ კლუბის ნებართვით საქართველოში ჩამოვიდა.

როგორც ჩანს, ოქრიაშვილმა რთული პერიოდი უკვე გადალახა, დაღვინდა და ახალი სეზონისთვის მონდომებული ვარჯიშობს. ეგაა, "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება და ეს, უპირველესად, მას ანერვიულებს, ხოლო შემდეგ - გულშემატკივრებსა და ეროვნული გუნდის
ხელმძღვანელობას.

5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამწარებულ ავსტრიას შეხვდება. მანამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და საქართველოს ნაკრების ხილვა ოქრიაშვილის გარეშე არავის სურს. მასზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, როგორ ითამაშებს ვლადიმირ ვაისის გუნდი ამ კონკრეტულ შეხვედრაში და ზოგადად, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

"გენკშიც" მივიდნენ იმ აზრამდე, რომ კონტრაქტის გაწყვეტა აჯობებს. ახლახან კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოთხი მოთამაშის გაშვება სურს და მათ შორისაა ოქრიაშვილიც, მაგრამ ბელგიელები ქართველს სატრანსფერო ფურცლის საფასურად საკმაოდ დიდ კომპენსაციას სთხოვენ და, როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელს სწორედ ეს აბრკოლებს.

ბელგიური გამოცემა vietbakrant.com ამტკიცებს, რომ ოქრიაშვილი ახალ კლუბს უშედეგოდ ეძებს. ჰოლანდიური niewsblad.be საპირისპირო ცნობას ავრცელებს - ქართველს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდაო.

სიმართლეს ეს უფრო ჰგავს, რადგან "ლელოსთვის" დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ოქრიაშვილის გადაბირება რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ეკატერინბურგის "ურალს" სურდა, რომელმაც ზაფხულში კონტრაქტი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ შემტევს, გიორგი ჭანტურიას გაუფორმა.

მაგრამ ოქრიაშვილი ევროპულ გუნდს ეძებს, სადაც უფრო უკეთესი საფეხბურთო გარემო იქნება, რუსეთში კარიერის გაგრძელება კი არ სურს.

უახლოეს დღეებში გაირკვევა, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ადრე თუ იყო ლაპარაკი, რომ ოქრიაშვილს საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის გუნდები იწვევდნენ, ახლა გვითხრეს, რომ ახალი ვარიანტები ჰოლანდიასა და იმავე ბელგიაში გამოუჩნდა.

მან შენგენის ვიზა უკვე მიიღო და დღე-დღეზე გაემგზავრება იქ, სადაც კონტრაქტისთვის ელიან. ხოლო მანამდე თბილისში ყოველდღე ვარჯიშობს და მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარს ერიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ოქრიაშვილი ლიდერია ჩვენი ნაკრების.უნდა ნახოს ისეთი კლუბი სადაც ის დაიმკვიდრებს გუნდსდა განვითარდება.რატომ ვერ იმკვიდრებს თორნიკე ადგილს?მას ხომ აქვს მონაცემები ყველა იმისა რაც ფეხბურთელს ჭირდება?რატომ?მის თავში უნდა ეძიოს ხარვეზები.რასაც აკლებს ამ ყველაფერს.თორნიკე გვჭირდება ნაკრებს მინდონზე.წარმატებები ოქრიაშვილს
ჯვარშე
15 აგვისტო 2016 14:03
0
ოქრიაშვილის ნიჭიერება უდავოა.საკვანძო ფიგურა და იმედია მოედანზე.გულსაწყვეტია რომ ხანგრძლივი ნავსაყუდელი ვერ მოიპოვა.ყველა სულმოუთქმელი ველოდებით თუ როდის დაიმკვიდრებს ნორმალურ გუნდში ადგილს.მეტი მიდგომა და შრომაა საჭირო.ეს მასზეა დამოკიდებული.რაღაც არის ალბად მიზეზი რომ მის კარიერაში ასე ხდება.საკუთარ თავში ეძიოს და გამოასწოროს.თორნიკე იმსახურებს კარგ გუნდს.მას კიდევ შეუძლია ჩვენი გახარება ბევრჯეეერ
დათა
15 აგვისტო 2016 13:38
0
დაიმატოს ტბილისის დინამომ მერე ოკრია გადაუხადონ კარგი ხელფასი და დინამოც საგრზნობლად გაზლიერდება ხალხიც დაიცყებს სტადიონზე მისვლას ამაზე რატომ არ ფიკრობენ ფიფიამ ეს უნდა გააკეტოს ტუ უნდა რომ დინამომ რაგაცას მიაგციოს არადა როგორ მინდა რომ დინამო მარტლა გაზლიერდესრასაც გაზლიერება კვია ისე კიარა რომ 5 6 ტვიანი კონტრაკტებიტ ასე ვერ განვიტარდება დინამო ამას უნდა ხვდებოდნენ
amirani
12 აგვისტო 2016 20:41
0
როცა უნიჭიერესი ოქრიაშვილისათვის საშუალო ევროპულ გუნდშიც კი არ მოიძებნა ადგილი ეს მეტყველებს ერთ რამეზე - სამწუხაროდ ფეხბურთი როგორც თამაში კვდება!
არჩილ ხოფერია
12 აგვისტო 2016 16:05
0
გეთანხმებით, რომ ოქრიაშვილს პროფესიონალიზმთან პრობლემებია აქვს, მაგრამ არასდროს მინახია ნაკრებში ბოლომდე არ დახარჯულიყო და არ ეცადა სარგებელი მოეტანა გუნდითვის. ჩემი აზრით პატივიცემის ღირსია ამისთვის. წარმატებები თორნიკეს ახალ კლუბში.
gionat
12 აგვისტო 2016 15:49
0
კანკავა კიდო ფიქრობს ნეტავი?..
maradona
12 აგვისტო 2016 15:10
0
ვის უნდა ეს აწი,,იჯდეს სახლსი და დაუკრას პიანინოზე
gagnidze akademia
12 აგვისტო 2016 14:25
0
ეს ოქრიასვილი რომელიმე დისკოტეკის მოცეკვავე უნდა იყოს,,
gri
12 აგვისტო 2016 13:30
0
ოქრი დაღვინდაო და ღმერთმა ქნას, ახლა ერთი ნორმალური ევროპის გუნდი და ოქრი დაუმტკიცებს ყველას მტერსაც და მოყვრებას რომ მაგარი ნიჭიერია, შრომა ბევრი და არავისზე ნაკლები არ იქნება, სათამაშო პრაკტიკა ჭირდება ნორმალურ ევროპის გუნდში და ნახავს ყველა ვინმეზე ნაკლებად თუ ითამაშოს!
giorgi
12 აგვისტო 2016 13:13
0
asea tuisea oqriashvili aris chveni nakrebis ert-erti gamorcheuli wevri samwuxarod amgamad ar yavs shemcvleli amitom sachiroa saswrafod ishovos axali klubi radgan nakrebs chirdeba,samwuxarod amjamad nakrebis 4fexburteli aris ugundod.dzalamidzem, kankavam,vawadzem, da grigalavam saswrafod unda monaxon axali klubi
qartuli fexburtis gulshematkivari
12 აგვისტო 2016 12:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული