ლეგიონი: ამბროსი ჩაჩუამ უკრაინის პრემიერლიგაში გოლი "შახტარსაც" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის მიმდინარე პრემიერლიგაში მეორე გატანილი გოლით გამოირჩა ლვოვის "კარპატის" საყრდენი ნახევარმცველი აბროსი ჩაჩუა. უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართული წარმომავლობის 22 წლის ფეხბურთელმა თავი დონეცკის "შახტართან", IV ტურის შეხვედრაში გამოიჩინა.

"კარპატიმ" ლვოვში "შახტართან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 2:3 დამარცხდა, ჩაჩუამ კი მასპინძელთა მეორე გოლი 37-ე წუთზე, თავური დარტყმით გაიტანა. ის 66-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩაჩუას მეორე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. რაც შეეხება "კარპატის", გუნდი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამბროსი ვინაა არ ვიცი, მაგრამ კარპატის მეკარე, რო მეკარე არაა ეს კი ნათელია:)
murtalo
00:58 14-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული