გურამ კაშია: ეს არც საქართველოს და არც რუსეთის ჩემპიონატია

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიეს მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "დენ ჰააგთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის კრიტიკული ვარ, ახლა კი განსაკუთრებით კრიტიკული შემიძლია ვიყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ასეთი მატჩი წავაგეთ.

ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. უნდა ვისწავლოთ თამაში მაშინ, როცა ვაგებთ. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ასეთ დროს. ეს არც საქართველოს და არც რუსეთის ჩემპიონატია, სადაც პირველი გატანილი გოლის შემდეგ მატჩი მოგებული გაქვს", - ციტირებს კაშიას gelderlander.nl-ი.

აქვე გეტყვით, რომ "ვიტესი" აღნიშნულ შეხვედრას იგებდა, რის
შემდეგაც საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო და დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მივმართავ სპორტულ საიტს; ნუ იქცევით არაობიექტურად და ნუ ბლოკავთ სამართლიან კომენტარებს,თორემ მოვა დრო და თქვენც მოგთხოვენ პასუხს,სადაა ჩემი გუშინდელი კომენტარი,იქ არაკორექტული და უწმაწური არაფერი იყო,ახლა რაც შეეხება კაშიას გამონათქვამს,დინამოს,რომ ვიტესისნაირი ბიუჯეტი ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილე იქნებოდა,მეორც რა მნიშვნელობა აქვს დინამოში ხარ თუ ვიტესში,ვერც ერთიდნ მოხვდები ევროპულ გტანდებში პირდაპირ და ვერც მეორედან,მესმეც რაც შეეხება რენეს, მისი შენთან შედარება უადგილოა,შენ მალე საქართველოში დაბრუნება მოგიწევს და დინამოში ან სხვა რომელიმე კლუბში თამაში,ხოლო რენეს აქედან წასვლა და ევროპაში გადაბარგება,ასე,რომ რენეს მეტი კოზირები აქვს შენთან შედარებით,ღმერთმა იცის ვინაა უფრო მაღალი დონის,ეს მომავალში გამოჩნდება.
roma
09:47 16-08-2016
0
კაშიაზე ძლიერი მცველი რომელია ეროვნულ ნაკრებში,ან თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში???კაშია-კვირკველია.აი ეს ორი ფეხბურთელია ჩვენი დაცვის ბურჯი,მაგრამ იგივე საბასაცჯერ ბევრი უკლია კაშია დონემდე...
giorgi
18:17 15-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული