ვაკო გვილია: ბედნიერი ვიყავი, მაგრამ გოლი არ აღვნიშნე, რადგან...

AutoSharing Option
ბორისოვის ბატე-ს ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, რომელმაც მორიგ ტურში ბელორუსულ კლუბში პირველი გოლი გაიტანა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- გვილიას შორეული - ვაკომ ბატე-ში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
- ლეგიონი: ბატე-ს გულშემატკივრებმა ვაკო გვილია გამოარჩიეს

"ახალ გუნდში გადასვლისას, ყველა ფეხბურთელის მსგავსად, მეც დამჭირდა ადაპტაციის გავლა. ახლაც გავდივარ ამ პერიოდს და საკმაოდ წარმატებულადაც - გუნდელებს ყოველდღე უკეთესად ვუგებ, მწვრთნელის დავალებებსაც უკეთ ვითვისებ.

აქ სხვა მოთხოვნებია და რაც მალე ავითვისებ მათ, მით უკეთესი იქნება ჩემთვის...

პირველი გოლი ბატე-ს მაისურით ჩემი ყოფილი გუნდის კარში
გავიტანე. ცხადია, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ გოლი არ ამიღნიშნავს, რადგან ყოფილ გუნდს გავუტანე...

მომდევნო მატჩი "ასტანასთან" გვაქვს და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ ამ თამაშისთვის. უფლის წყალობით, იმედია, გადავლახავთ ამ ბარიერს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით", - გვითხრა გვილიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული