ლეგიონი გუშინ: გიორგი მერებაშვილმა ფავორიტს აჯობა

AutoSharing Option
15 აგვისტოს, პოლონეთის ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა) V ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. პლოცკის "ვისლამ", რომლის ღირსებას გიორგი მერებაშვილი იცავს, "იაგელონიას" უმასპინძლა.

მერებაშვილის გუნდი ექსტრაკლასას დებიუტანტია, "იაგელონიას" კი ზედიზედ 3 მოგება ჰქონდა, ლიდერებს შორის იყო და რა გასაკვირია, რომ წყვილის ფავორიტადაც მიიჩნეოდა... მაგრამ მერებაშვილმა და მისმა მეგობრებმა მინიმალური ანგარიშით (1:0 ავტოგოლით) გაიმარჯვეს, 5 თამაშიდან 7 ქულა დააგროვეს და მე-7 საფეხურზე მოკალათდნენ, რაც დებიუტანტის კვალობაზე მშვენიერი შედეგია.

30 წლის ქართველი შემტევი მწვრთნელმა მარცინ კაჩმარეკმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და 74-ე წუთამდე ათამაშა, როცა ანგარიშის
შესანარჩუნებლად დაცვითი სტილის მოთამაშე დასჭირდა.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის "დინამომ" გასვლაზე 2:2 ითამაშა ბერლინის "უნიონთან". ცოტა ხნის წინათ "დინამოში" ჩაირიცხა აკაკი გოგია, რომელიც გუშინდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

* * *
რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატის, გიორგი ჯიქიას გუნდი პერმის "ამკარი" სტუმრად "ორენბურგს" დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა - 0:0.

ჯიქიამ სტუმართა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა.

3 ტურის შემდეგ "ამკარს" 5 ქულა აქვს და "ზენიტთან" მე-4-მე-5 ადგილებს იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული