სანდრო კობახიძე გამოუყენებელ მომენტებზე: ამას უკვე მივეჩვიე...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლტავის "ვორსკლას" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მე-4 ტურში "ვორსკლა" "დნიპროს" ესტუმრა და ქულას დასჯერდა (1:1), კობახიძემ კი, როგორც ჩანს, კვლავ რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და ჟურნალისტებმაც სწორედ ამაზე ჰკითხეს.

"ამას უკვე მივეჩვიე. ყველა თამაშში ასე ხდება. ასეთი სიტუაცია მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია. ზედიზედ 2-3 მომენტი ვერ გამომიყენებია, მაგრამ ამდენი ჯერ არა, თანაც ახალ გუნდში.

სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობ. ე.ი; სამუშაო მაქვს ბევრი.
თუ ვეცდები, ადრე თუ გვიან გამომივა", - ციტირებს კობახიძეს ukrainefootball.net, "პროფუტბოლზე" დაყრდნობით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული