"ვორსკლა" ჩემპიონატში უკვე 4 ტურია ვეღარ იგებს და ამას თუ დავუმატებთ ევროტურნირებს, გამოდის, რომ კობახიძის გუნდი ზედიზედ 6 მატჩია თამაშს ვეღარ იგებს.
"ეს ყველაფერი სამწუხაროა და გულშემატკივრებიც უკმაყოფილონი არიან. საკუთარი თამაშით მეც უკმაყოფილო ვარ - გავარჩევთ.
აუცილებლად დავუჭერთ მწვრთნელს მხარს და ანალოგიურად, ის ჩვენ დაგვიდგება გვერდში. სჯობს, შეცდომები ჩვენში ვეძებოთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.
არ ვეთანხმები აზრს, რომ მწვრთნელი შესაცვლელია", - განუცხადა კობახიძემ "პრო ფუტბოლს".