დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის V ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
AUTO PLAY
football.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ერთი ქართველი ლეგიონერი შევიდა - ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა.

"გასულ ტურში ოდესელებმა ორჯერ გაიტანეს სტანდარტული მდგომარეობებიდან. მაშინ ცენტრალური მცველი მარტინენკო გამოირჩა. ახლა ბაბიჩის გუნდს მოსაგებად ერთი გოლი ეყო, რომელიც ანდრიევსკის ჩაწოდების შემდეგ სხვა ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მცველის გუნდს გოლი არ გაუშვია", - წერს უკრაინული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის "ჩერნომორეცმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ზირკა". გამარჯვების გოლი 39-ე წუთზე ხოჭოლავამ გაიტანა. "ჩერნომორეცი" 5 ტურის შემდეგ 6 ქულით
მე-6 ადგილზეა. გუნდში კიდევ ერთი ქართველი მცველია - გიორგი გადრანი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამოიძახეთ გვამახეთ როგორი ბიჭიანუ მოგვკალით ამ ამისულაშვილით
Vaxo
15:59 22-08-2016
0
ჟურნალისტო! რატომ არ გიჩნდება კითხვა, თუ რატომ არ იძახებენ ნაკრებში?
მე პირადად მაინტერესებს და
სპორტი
16:53 22-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული