ეს ინტერვიუ წარმოდგენას შეგიქმნით 22 წლის ფეხბურთელზე, რომლის ჰობიც არის კითხვა, უყვარს ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი" და პაულო კოელიოს "ალქიმიკოსი".
ბავშვობაში, მამის გავლენით, ექიმობაზე ოცნებობდა, დღეს კი ფეხბურთი მისთვის უფრო მეტია, ვიდრე ცხოვრება...
- ახლანდელიც და ბავშვობისდროინდელი საყვარელი საფეხბურთო კლუბი...
- "იუვენტუსი".
- ახლანდელიც და ბავშვობისდროინდელი საყვარელი ფეხბურთელი...
- რონალდინიო და დელ
- ფეხბურთის გარდა, სპორტის რომელი სახეობა გიყვართ?
- კალათბურთი და ჩოგბურთი.
- სხვა სახეობაში საყვარელი სპორტსმენი...
- მაიკლ ჯორდანი და როჯერ ფედერერი.
- ყველაზე საინტერესო მატჩი, რომელიც ოდესმე გინახავთ...
- ეს იყო 2004/05 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ლივერპული" - "მილანი", რომლის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა.
- ყველაზე საინტერესო მატჩი, რომელშიც ოდესმე გითამაშიათ...
- 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი, რომელშიც საქართველო შვედეთთან 2:3 დამარცხდა.
- საყვარელი წიგნი...
- "მარტინ იდენი", "ალქიმიკოსი", "მონარქი, რომელმაც გაყიდა თავისი "ფერარი"...
- საყვარელი ავტორი...
- ჯეკ ლონდონი.
- საყვარელი მომღერალი...
- ბასტა, ანუ ვასილ ვაკულენკო და Oxxxymiron-ი, იგივე მირონ ფიოდოროვი.
- საყვარელი ფილმი...
- "გლადიატორი" და "გაქცევა შოუშენკიდან".
- საყვარელი მსახიობი...
- ლეონარდო დი კაპრიო და ანჯელინა ჯოლი.
- საყვარელი საკვები...
- ხაჭაპური, რომელსაც დედა ამზადებს.
- საუკეთესო დღე თქვენს ცხოვრებაში და რატომ?
- 2014 წლის 25 აგვისტო, როცა უკრაინის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე.
- ბავშვობაში ვინ გსურდათ, რომ გამხდარიყავით?
- ფეხბურთელი ან ექიმი. მამაჩემი ექიმია.
- საყვარელი ავტომობილის ბრენდი...
- "ლამბორგინი".
- რა არ იცით, მაგრამ გინდათ, ისწავლოთ?
- გიტარაზე დაკვრა და ჭადრაკის თამაში.
- სამშობლოს გარდა, რომელი ქვეყანა გიყვართ?
- უკრაინა.
- ქვეყანა და ქალაქი, სადაც არ ყოფილხართ, მაგრამ გინდათ, რომ ეწვიოთ...
- ინგლისი და ლონდონი.
- ქალაქი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
- დუბაი.
- სტადიონი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
- "არენა ლვოვი".
- თქვენი ცხოვრების პრინციპი...
- იშრომე, გწამდეს, მოითმინე და სულით არასდროს დამარცხდე.
- საყვარელი ციფრი და ნომერი...
- 10 და 80.
- ცრურწმენების და ნიშნების გჯერათ?
- არ მჯერა.
- საკუთარის გარდა, რომელ ნაკრებს გულშემატკივრობთ და როდიდან?
- ბავშვობიდან იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.
- ჰობი...
- წიგნების კითხვა.
- რა არის თქვენი მთავარი არასაფეხბურთო ღირსება?
- უბრალოება და გულწრფელობა.
- თქვენი მთავარი არასაფეხბურთო ნაკლი...
- ზოგჯერ მეტისმეტად გულუბრყვილო და მიმნდობი ვარ.
- ყველაზე მეტად ადამიანებში რა თვისებებს აფასებთ?
- ვაფასებ გულწრფელობასა და უბრალოებას.
- ყველაზე მეტად ადამიანებში რა თვისებები არ გიყვართ?
- ქედმაღლები და მატყუარები არ მიყვარს.
- საფეხბურთო ოცნება...
- ვითამაშო "იუვენტუსში" და მოვიგო ჩემპიონთა ლიგა.
- თანამედროვე ფეხბურთი - ეს არის ბიზნესი, სპორტი თუ სპექტაკლი?
- ეს უფრო მეტია, ვიდრე ცხოვრება!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"