"ჯაბა კანკავამ "რეიმსში" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ამის მიუხედავად, მისი გუნდი ფრანგულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. მაგრამ შესაძლოა, კანკავა ესპანეთში გადავიდეს.
ინფორმაციის თანახმად, ესპანურ კლუბს დაცვითი სტილის ქართველი ნახევარმცველით გაძლიერება სურს. "რეიმსის" ხელმძღვანელებმა კი რამდენიმე ლიდერს
"მალაგას" მესვეურებმა ფეხბურთელის გადასაბირებლად გადამწყვეტ ზომებს მიმართეს და ფრანგ კოლეგებს ქართველის ტრანსფერზე დაელაპარაკნენ. დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ყოფილი ფეხბურთელი ფრანგულ ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს.
ცოტა ხნის წინ იყო ინფორმაცია, თითქოს მას "ნიცა" ხელშეკრულებას 2019 წლამდე სთავაზობდა, თურქეთში კი "ტრაბზონსფორი" იწვევდა", - წერს "ეკიპი".
ჯაბას კანკავას საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშის სურვილი მართლაც არ აქვს და კლუბის დატოვება სურს. თუმცა ფრანგულ გამოცემას მთავარი გამორჩა - "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფრანგულ კლუბთან ჯერაც კონტრაქტი აკავშირებს, "რეიმსი" კი მასში საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს და დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებები სწორედ ამის თაობაზე მიმდინარეობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"