მისი ტრანსფერი "გენკს" ეკუთვნის. ამიტომ ახლახან ბელგიაში გაემგზავრა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მაგრამ არც 24 წლის ქართველ ნახევარმცველს სურს ამჟამინდელ კლუბში დარჩენა და ეს არც ბელგიელების ინტერესშია. ასე რომ, ოქრიაშვილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31 აგვისტო) ახალ გუნდში უნდა გადავიდეს, სხვა შემთხვევაში, "გენკმა" მას საკმაოდ სოლიდური ხელფასი უნდა უხადოს.
იყო ლაპარაკი, რომ მისი მენეჯერი მოლაპარაკებებს ჰოლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ კლუბებთან
რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ის ბუნდესლიგაში წლეულს აღზევებული "ლაიპციგი" გახლდათ. მაგრამ ოქრიაშვილმა ამაზე უარი თქვა, ისევე, როგორც რუსეთის პრემიერლიგის "ურალზე" (ეკატერინბურგი). როგორც გვითხრეს, მისი უარი იმითაა განპირობებული, რომ მენეჯერი საფრანგეთში ამბიციურ კლუბს ელაპარაკება, თორნიკე კი სწორედ ასეთ გუნდში თამაშზე ოცნებობს.
საკითხს ის აბრკოლებს, რომ "გენკის" სპორტული დირექტორი ჯერ ბელგიაში არ დაბრუნებულა და დაინტერესებულმა კლუბმა "გენკთან" დეტალები ჯერ ვერ შეათანხმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"