ნუკრი რევიშვილს ისრაელში პირი უტეხეს, ნაკრების მეკარე ისევ უგუნდოდაა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნუკრი რევიშვილმა პრემიერლიგიდან გავარდნილი სარანსკის "მორდოვიასთან" არსებული კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გააუქმა, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახალი კლუბის ძებნას შეუდგა. ამ პერიოდში მას ხელი ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში მიღებულმა ტრავმამაც შეუშალა და ვარჯიში მხოლოდ ივლისის ბოლოს განაახლა.

აგვისტოს დასაწყისში "ლელომ" ექსკლუზიურად შეიტყო იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საქართველოს ნაკრების მეკარესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა - ეს იყო გასულ სეზონში ისრაელის ლიგატ'ალიში (უმაღლესი ლიგა) მე-7 ადგილზე გასული თელ-ავივის "ბნეი იეჰუდა".

შემდეგ ისიც გვითხრეს, რომ ქართველი მეკარე "ბნეი იეჰუდასთან" კონტრაქტს 2 წლით გააფორმებდა.
ისრაელში სეზონი 20 აგვისტოს დაიწყო და ყოველდღე ველოდით ამ შეთანხმების ოფიციალურ დადასტურებას, მაგრამ...

როგორც შევიტყვეთ, "ბნეი იეჰუდას" ხელმძღვანელებმა რევიშვილთან წინასწარ შეთანხმებული პირობები შეცვალეს. 29 წლის მეკარემ კი გაუარესებულ ხელშეკრულებაზე უარი თქვა, საქართველოში დაბრუნდა და ჯერჯერობით უგუნდოდაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დინამოს დახატავდა რატომ არ აყავტ ნუკრი? კარგი მეკარეა უცხოელებს რომ უხდიან დიდ ხელფასებს ფიფიამ აიყვანოს მაგის უგუნდოდ დატოვება უბრალოდ სირცხვილია და დინამოს მეკარის პრობლემა 100 პროცენტიტ მოგვარდებოდა იყიდე რომან ფიფია ეს მეკარე ზალიან გვინდა რომ იყოს დინამოს ფეხბურტელი
amirani
21:04 26-08-2016
0
ფიფიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა! დაგაყარე მიწააააააააააააააა!
Dinamo
14:45 26-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული