"აქ არ მენდობიან და რა ვქნა?" - ქიმერიძეს "როსტოვის" და რუსეთის ნაკრების ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი ქიმერიძე კარიერას, სავარაუდოდ, "როსტოვში" გააგრძელებს.

ქიმერიძე, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებში გოჩა ავსაჯანიშვილის მწვრთნელობის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ტრანსფერთან და ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ქიმერიძეს უკვე რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც იწვევენ და გამომდინარე იქიდან, რომ აქ შანსი არ ეძლევა, სერიოზულად ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე უარის თქმას.

"დეკემბერში, როცა 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მიემგზავრებოდა, გუნდში ვიყავი გამოძახებული. თუმცა, სანამ ნაკრები შეკრებას დაიწყებდა, უკვე ვიცოდი,
რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრებდნენ და ჩემს ნაცვლად სხვა ფეხბურთელს წაიყვანდნენ. თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით...

მოგეხსენებათ, ზუსტად იმ პერიოდში დონეცკის "შახტარი" იყო ჩემით დაინტერესებული. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჩემს ძმას ერთერთი ქართველი აგენტი გაესაუბრა. ასე უთქვამს, "შახტარში" გაუჭირდება გადასვლა, ამიტომ, ნუ იქნება 35-ე სკოლაში და "შახტარის" ვარიანტის ლოდინს, სჯობს, საქართველოს უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მე ვუპატრონებო, რაზეც ჩემი ძმისგან უარი მიიღო - "შახტარი" გვსურდა. ამიტომ აღნიშნული წინადადებით სხვა ფეხბურთელს მიმართა, რომელიც დათანხმდა და ჩემს ნაცვლად უკვე მას უხმეს ნაკრებში. მე კი მინსკში ტურნირზე აღარ წამიყვანეს, სადაც "შახტარის" წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ და საქმეში ვენახე...

17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში ფრჩხილის ტრავმის გამო გამოვტოვე, თუმცა იმ ტკივილმა ერთ დღეში გამიარა. ჩვეულებრივად შემეძლო თამაში, მაგრამ ორი დღე მაინც დამასვენეს - ასე მეუბნებოდნენ, მინსკის ტურნირზე მიგვყავხარ და ნუ გაირთულებო. არადა, შემეძლო ვარჯიში და მსურდა კიდეც, მაგრამ უარზე იყვნენ. მეორე დღეს დამიბარეს და მეუბნებიან, ვეღარ მოდიხარ მინსკში, თანაც, სხვადასხვა მიზეზები დამისახელეს: ერთმა ტრავმის გამოო, მეორე წონას აბრალებდა, მესამე კი მეუბნებოდა, ფორმაში არ ხარო.

იმის მერე გაფართოებულ 30-კაციან შეკრებაზეც არ წამიყვანეს.

ამასობაში, ჩემი საუკეთესო წლებიც გადის და მირჩევნია იქ წავიდე, სადაც ვითამაშებ, სადაც დამაფასებენ და სადაც ჩემს შესაძლებლობებს დაინახავენ.

განაწყენებული ვარ... 13-წლამდელებიდან მოყოლებული, არცერთი შეკრება არ გამომიტოვებია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩემი გაკეთებული პასით გავიდა ნაკრები ელიტრაუნდში და ელიტრაუნდში აღარ გამომიძახეს. გული დამწყდა შემდგომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის გამო - ამ ეტაპამდე მისვლაში წვლილი ხომ მეც მქონდა შეტანილი.

ახლა "როსტოვის" დუბლების ვარიანტი მაქვს... ქართულმა კლუბებმა უარი მითხრეს: თბილისის "დინამომ", "ლოკომოტივმა", "საბურთალომ"...

"ლოკომოტივში" ჩემს პოზიციაზე არ დამაყენეს. კაცმა არ იცოდა, მომიწევდა თუ არა იქ საერთოდ თამაში. სწორედ ამის მერე შევაგროვე ჩემი ნათამაშები მატჩების ვიდეოები, გოლები - ყველა მასალა, რაც კი არსებობდა და ერთერთ რუს აგენტს გადავუგზავნე. მან რამდენიმე კლუბს გააცნო ეს მასალა, რის შემდეგაც რუსეთის პირველი ლიგის გუნდებიდან მივიღე შემოთავაზებები. არჩევანი, საბოლოოდ, "როსტოვზე" შევაჩერე. უახლოეს დღეებში ჩავალ იქ და კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებთ.

ეგ კი არა, პასპორტის გაკეთება და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც კი შემომთავაზეს. ალბათ, დავთანხმდები. რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში აღარ მაძლევენ შანსს და ეროვნულში ვინღა გამომიძახებს?!

არაუშავს, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ვიბრძოლებ. ყველას დავუმტკიცებ, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ! პრინციპში, ეს ისედაც იციან, მაგრამ...", - ამბობს ქიმერიძე.
მკითხველის კომენტარები / 43 /
რა პატრიოტობაზე ლაპარაკობთ ხალხო სპორტული კარიერაა სპორტში ეგრეა სადაც დაგაფასებენ იქ უნდა წახვიდე მაგრამ ამბავშვმა თქვა რო ცჰემი ოცნებაა საქართVელოს ეროვნულ ნაკრებშში თამაშიო ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ითამაშებს თუ არა რუსეთის ნაკრებში რა უსინდისოებივით სჯით 17 წლის ბავშვს ტავისი ცხოვრებაა აქვს და სადაც უკეთესი იქნება მისთვის იქ წავა მოღალატეები კაბინეტებში ზიან იგივე მოღალატეობაა ნიჭიერ ბავშვს რო დაჩაგრავ და პატრონიანს რო გამოიძახებ იგივე შენი ქვეყნის სირცხვილია თქვენ თავებს მიხედეთ!!! წარმტებები შვილო სადაც დაგაპასებენ იქ წადი და ასახელე შენი ოჯახი სპორტული კარიერაა ეს და არა ომი აბა შენიცი რო დაგაფასებენ საქართველოსში მერე გვიანი იქნება ყოველთვის ეგრე კარგავენ ფეხბურთელებს
nugzari
30 აგვისტო 2016 15:12
0
არ არის ეს ბიჭი პატრიოტი.
კლუბში თამაშით ითამაშოს სადაც მისთვის უკეთესია, მაგრამ სხვა ქვეყნის ნაკრები - უკვე ღალატია.
არაფრით არ განსხვავდება სხვა მოღალატეებისაგან - საქართველოს წინააღმდეგ რომ ომობდენ. ერთი ასეთი გამოდის უკვე უკრაინის ახალგაზრდებში - უფ რა ისიამოვნა, საქართველოს რომ გაუტანა! ვიღაცა ქართველებმა აწყინეს, მან კი საქართველოზე _აასხა. ვერ გაუზრდიათ წესიერად.
მოსკოველი
30 აგვისტო 2016 14:28
0
Realisti kartul pexburti saginebelia abaraaris albat jer pataraxar da arici kartuki pexbirtis istoria saginebelia zustadac mogeba moenatra xalxs da ambichma sheidzleba mag ginebjt cudikna magram tkuilad araginebda rodachagres albat imitom agina tore tkuilad aravinaravis ar aginebs tan 17clis bavshvia da gulzemoxda is tkivili rac miakenes egre arsheidzleba daupikrdit reebs cert rostovshi midis bavshvi da ak vinebs idzaxeben nakrebshi sircxvilia
mamuka
30 აგვისტო 2016 13:23
0
ძნელია,როდესაც კარგ ფეხბურთელებს ვერ აფასებენ მწვრთნელები,გუნდშიც და სანაკრებო დონეზეც.19 წლამდელთა ნარებში სრული ქაოსია.მხოლოდ 3 გუნდით შემოიფარგლება ნაკრები.უმაღლეს ლიგაშიც ტამაშობს რამოდენიმე ამათი ასაკის ფეხბურთელი,მაგრამ იმათით არ ინტერესდება ყიფიანი.რა შედეგს უნდა ველოდეთ?იქნებგამოფხიზლდნენ და სეელექცია სწორად განახორციელონ.სულ ერთიდაიგივე სახეები.ასე ფონს ვერ გავლენ.
პ.ს
30 აგვისტო 2016 13:22
0
ეს ბიჭი რომ წარმატებას მიაღწევს ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ მან გაბედა და თქვა სიმართლე. მას წარმატება უნდა ვუსურვოთ და მადლობა გადავუხადოთ გამბედაობისთვის.

ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოს ფედერაციამ და სპორტულმა ჟურნალისტიკამ. სწორედ ამ ასაკიდან იწყება პრობლემების კასკადი ფეხბურთელის კარიერაში, რომელიც უპატრონოდ ძალიან იჩაგრება უსამართლობასთან ბრძოლაში. 17-18 წლის ბიჭების უმაღლესი ლიგის გუნდებში მოხვედრა საქართველოში შეუძლებელია პატრონის გარეშე; ან მწვრთნელი უნდა იყოს შენი გულშემატკივარი, ან კლუბის პრეზიდენტი, ან ცნობილი ფეხბურთელის შვილი უნდა იყო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელების 80% ვერც ტექნიკით, ვერც ფიზიკური შესაძლებლობებით და ვერც გამარჯვებისადმი სწრაფვით, ახლოს ვერ მოვლენ ამ ახალგაზრდა ბიჭებთან. სწორედ ამ საკითხებს უნდა მიუძღვნან კვალიფიციური სიუჟეტები ჟურნალისტებმა და თავი დაანებონ შეკვეთილი სტატიების წერას.
SOS
30 აგვისტო 2016 12:45
0
ეს ახალი ჟურნალისტი გყავთ? ეს ის ბიჭი არააა? ქართულ ფეხბურთს რო აგინებდა? და ეხლა გამოიყვანეს ანგელოზად, ოხ ეს ჟურნალისტები
realisti
30 აგვისტო 2016 12:32
0
საცა არა სჯობს გაცლა სჯობს
temo
30 აგვისტო 2016 12:32
0
კაკი მთავარია გული არ გაიტეხო. პირიქით, ახლა უფრო მეტი მონდომებით უნდა ივარჯიშო. წარმატებები!
ირაკლი
30 აგვისტო 2016 11:59
0
შენი ძალიან კარგად მესმის ჩვენც ესე გვეგცევიან."არაბიდზე"
koki
30 აგვისტო 2016 11:58
0
akaki me shen ojaxs da shen kargad gicnobt. me vici ra da rogori gulmxurvale qartuli ojaxis shvilic xar da aqedan gamomdinare isic vici tu ra zneli iqneba shentvis ucxo qveknis nakrebshi tamashi da mit umetes rusetis magram damijere albat ajobebs caxvide da cota xanshi kvelas daumtkico tu ra margalitic daukarges saqartvelos da mere kvelani titze ro ikbenen es ra gviqniao taviant danashaulsac mixvdebian imedia.
gishveli
30 აგვისტო 2016 11:49
0

სიახლეები პოპულარული