Pilkanozna: ყაზაიშვილს ახალი გუნდი ეყოლება - ის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას, სავარაუდოდ, ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს.

როგორც პოლონური pilkanozna.pl წერს, ვაკო ვარშავაში დღეს ჩაფრინდება და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ყაზაიშვილი "ლეგიაში" 1-წლიანი იჯარის წესით გადადის, იჯარის დასრულების შემდეგ კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ვარშაველები ჯგუფში მადრიდის "რეალთან", დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "სპორტინგთან" ერთად მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
რაღAც საეჭვოდ მიიწევს დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთისკენ. ეს შემთხვევით რუსეთის აგენტი ხო არაა?? დაააკვირდით აბა...
nika
14:21 30-08-2016
0
რა ხდება ვერ ვხვდები რაა ვიტესიდან ლეგიაში გადასვლა თუ კაი ვარიანტია მაშინ ბარემ გაბალაში გადმოვიდეს ყოველ წელს ევპორას თამაშობენ და სამშობლოსთანაც ახლოს იქენბიან)) ისეთი ფეხბურთელები გადადიან ტოპ5 ჩემპიონატში რო ჩვენები მაგათთან შედარებით მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან... იმ დასკვნამდე მივდივარ რო ან საქართველოს პასპორტი უშლით ხელს ან კიდე ძალიან საშინელი აგენტები ყავთ...
effe
12:54 30-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული