Pilkanozna: ყაზაიშვილს ახალი გუნდი ეყოლება - ის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას, სავარაუდოდ, ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს.

როგორც პოლონური pilkanozna.pl წერს, ვაკო ვარშავაში დღეს ჩაფრინდება და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ყაზაიშვილი "ლეგიაში" 1-წლიანი იჯარის წესით გადადის, იჯარის დასრულების შემდეგ კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ვარშაველები ჯგუფში მადრიდის "რეალთან", დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "სპორტინგთან" ერთად მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
აჰაა წამოვიდა ესაც აღმოსავლეთით ბოლოს ჩავა ურალში :DDDD
0
ეხ ვაკო,რა იმედებს ვამყარებდი შენზე,მეშინია დინამოში ან გორის დილაში არ აღმოჩნდე.ძალიან,ძალიან ვწუხვარ.
roma
01:44 30-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული