როგორც პოლონური pilkanozna.pl წერს, ვაკო ვარშავაში დღეს ჩაფრინდება და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ყაზაიშვილი "ლეგიაში" 1-წლიანი იჯარის წესით გადადის, იჯარის დასრულების შემდეგ კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ "ლეგია" წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ვარშაველები ჯგუფში მადრიდის "რეალთან", დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "სპორტინგთან" ერთად მოხვდნენ.