"ვიტესის" დირექტორი: ყაზაიშვილის ტრანსფერი არაფრისგან გამოჩნდა

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილის სავარაუდო ტრანსფერს ვარშავის "ლეგიაში" "ვიტესის" დირექტორი იოსტ დე ვიტი გამოეხმაურა, რომელმაც AD.nl-სთან ინტერვიუში განაცხადა:

"ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერი "ლეგიაში" მოულოდნელად გამოვიდა - ორშაბათს "ლეგია" შეგვეხმიანა და ჩვენ საკმაოდ სწრაფად მოვილაპარაკეთ".

დე ვიტმა აღნიშნა, რომ "ვიტესის" ხელმძღვანელობამ თავად ყაზაიშვილის სურვილი გაითვალისწინა, რომელიც "ვიტესში" ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ ახალ თავგადასავალს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილმა გუშინ ეროვნულ ნაკრებში ივარჯიშა, დღეს კი ვარშავაში "ლეგიასთან" მოსალაპარაკებლად გაფრინდა. კლუბებმა კი უკვე მოილაპარაკეს ერთწლიან იჯარაზე, "ლეგიას" სეზონის ბოლოს ვაკოს გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" ჩემპიონთა ლიგაზე
ითამაშებს, სადაც მეტოქეებად "რეალი", "დორტმუნდი" და "სპორტინგი" ჰყავს. ვაკომ "ვიტესში" 104 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

ასევე იხილეთ:
ვაკო ყაზაიშვილი კონტრაქტის გასაფორმებლად სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა
მკითხველის კომენტარები / 4 /
WaLkabout სწორედ შენ გემჩნევა ბავშვური ოცნებების აუსრულებლობა,საიდან ამდენი ცინიზმი ,თან უსუსური,,,,,,,,,,,,ბოღმა და სხვის თვალში ბეწვის დანახვა,როცა საკუთარში დირეს ვერ ხედავ,ღუპავს ქართველებს,,,,,,,,და, საერთოდ,იცი რაზე ოცნებობენ ბავშვები,,,,,,,,,,,,,,?//////
ასინეთა
19:13 31-08-2016
0
ისე ვილემთან, ექსექსიოლთან, როდასთან, და ამნაირებთან 10 მატჩს რეალთან 2 ჯერ თამაში ჯობია.
gabo
17:33 30-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული