"ვიტესის" დირექტორი: ყაზაიშვილის ტრანსფერი არაფრისგან გამოჩნდა

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილის სავარაუდო ტრანსფერს ვარშავის "ლეგიაში" "ვიტესის" დირექტორი იოსტ დე ვიტი გამოეხმაურა, რომელმაც AD.nl-სთან ინტერვიუში განაცხადა:

"ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერი "ლეგიაში" მოულოდნელად გამოვიდა - ორშაბათს "ლეგია" შეგვეხმიანა და ჩვენ საკმაოდ სწრაფად მოვილაპარაკეთ".

დე ვიტმა აღნიშნა, რომ "ვიტესის" ხელმძღვანელობამ თავად ყაზაიშვილის სურვილი გაითვალისწინა, რომელიც "ვიტესში" ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ ახალ თავგადასავალს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილმა გუშინ ეროვნულ ნაკრებში ივარჯიშა, დღეს კი ვარშავაში "ლეგიასთან" მოსალაპარაკებლად გაფრინდა. კლუბებმა კი უკვე მოილაპარაკეს ერთწლიან იჯარაზე, "ლეგიას" სეზონის ბოლოს ვაკოს გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" ჩემპიონთა ლიგაზე
ითამაშებს, სადაც მეტოქეებად "რეალი", "დორტმუნდი" და "სპორტინგი" ჰყავს. ვაკომ "ვიტესში" 104 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

ასევე იხილეთ:
ვაკო ყაზაიშვილი კონტრაქტის გასაფორმებლად სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეტყობა ბავშვობიდან ოცნებობდა...
Walkabout
16:19 30-08-2016
0
ნუ ცალსახად ჰოლანდიის ჩემპიონატი ჯობია პოლონეთისას, თუმცა ლეგია ლიგაზე ითამაშებს და ვაკო მინიმუმ 6 შეხვედრას ლიგაზე ითამაშებს თან რეალის და დორტმუნდის წინააღმდეგ. უბრალოდ, როგორც ჩანს ვიტესს აღარ უნდა ვაკო, აღარც ათამაშებდა და შესაბამისად ლეგია ამ მომენტისთვის ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. იმედია მხოლოდ 1 წლიანი იჯარა იქნება და შემდეგ უკეთეს გუნდში გადავა. ვიტესში ცალსახად ამოწურა თავისი შესაძლებლობები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული