"სამ ისეთ კლუბს ვუნდივარ, სადაც წასვლა მეც მინდა, მაგრამ "რუბინი" არ მიშვებს"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ kazanfirst.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, შესაძლო ტრანსფერზეც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის სასტარტო ხუთ მატჩში ქართველი ყაზანელთა განაცხადშიც ვეღარ ხვდება, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კვირკველიას უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშიც აუკრძალეს.

- როგორც გავიგე, პირველ გუნდთან ვარჯიში აგიკრძალეს. მართალია?
- ჯერ არ ვიცი, მართალია ეს თუ არა, მაგრამ ჩემთვის ჯერ არავის განუმარტავს, თუ რატომ არ მათამაშებენ. ახლა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ და აქ
წამოსვლამდე "რუბინის" პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი. არავინ მიხსნის, 3-წლიანი სტაბილური თამაშის შემდეგ სათადარიგოთა სკამზეც კი რატომ ვეღარ ვხვდები.

"ორენბურგთან" მატჩში, სადაც შეიძლებოდა გუნდს 23-კაციანი განაცხადი ჰქონოდა, "რუბინის" განაცხადში კი სულ 21 ფეხბურთელი იყო. არ ვიცი, რამ შეუშალა მწვრთნელს ხელი, შევეყვანე სიაში.

- შენ რას ფიქრობ ამაზე?
- ვფიქრობ, მწვრთნელს უბრალოდ არ უნდა, რომ ვითამაშო, თორემ მან კარგად იცის, რაც შემიძლია. არადა, ძალიან მსურს "რუბინში" თამაში. ყაზანი ჩემს მეორე სახლად იქცა, მაგრამ თუ არ მათამაშებენ, მზად ვარ, იჯარით სხვაგან წავიდე.

სამ ისეთ გუნდს ვუნდივარ, სადაც წასვლა მეც მსურს, მაგრამ არ მიშვებენ.

- შეგიძლია დაგვისახელო გუნდები?
- ერთ-ერთი რუსული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე (რედ: ცსკა და როსტოვი) გამოდის. ამ კლუბს ჩემი იჯარით აყვანა სურდა.

ხოლო ის, რაც "რუბინში" ხდება, ჩემთვის გაუგებარია. გასაგები იქნებოდა, თუ გუნდს დამაკმაყოფილებელი შედეგი ექნებოდა, მაგრამ... მოედანზე ის ფეხბურთელები გამოდიან, რომლებიც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მოიყვანა. მისთვის ეს ფეხბურთელები საუკეთესონი არიან.

- მთავარმა მწვრთნელმა რამე აგიხსნა?
- ჩემთან ერთხელაც არ უსაუბრია. ეს გასაგებიცაა: ჩემს პოზიციაზე მისი ფეხბურთელი თამაშობს - კარგად თუ ცუდად, ამას გულშემატკივრები შეაფასებენ. უბრალოდ, მართლა მეცოდება ასეთ დღეში მყოფი "რუბინი" და გულშემატკივარი.

- როგორც ვხვდები, ბევრ ფეხბურთელს სურს კლუბის დატოვება...
- მხოლოდ ვარაუდი შემიძლია, მაგრამ მსურს გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ მათ დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ყაზანი და "რუბინში" თამაში მინდა. გუნდში ახლა რომ არ ვთამაშობ, ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალია - არ ვუნდივარ. ეტყობა, კარგი შედეგი აქვს. ახლაც მზად ვარ, დავრჩე და ვითამაშო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს - უნდა წავიდე.

მაგრამ მანამ, სანამ იქ არ გამიშვებენ, სადაც მინდა, აქ ვიქნები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ინტერვიუ იმათ გასაგონადაა ვისაც ჰგონია , რომ ხსნა რუსეთშია ანუ რუსეთი გადაგვარჩენს. ცოტა ხნის უკან რუსეთის ნაკრებში აყვანა უნდოდათ კვირკველიასი და ახლა დაავიწყდა თამაში ?! თუ ?! მოკლედ რუსეთის იმედი ჰქონდეთ ჩვენს მტრებს.
ბესო72
19:39 30-08-2016
0
წასულიყავი თავის დროზე.
giga
18:02 30-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული