[ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

AutoSharing Option
30 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" ჩაირიცხა ან უარეს შემთხვევაში, დღეს უნდა ჩარიცხულიყო. მოკლედ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

ეს მოლაპარაკება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ის ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ დაიწყო, ოღონდ ხეტაფეს სტადიონზე "ფურია როხას" კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი არაფერ შუაში იყო - ფრანგები ქართველით მანამდეც იყვნენ დაინტერესებულები.

"მარსელთან" პირველი მოლაპარაკება სწორედ ხსენებული მატჩის მერე შედგა. მოლაპარაკების პროცესი ოქრიაშვილის მენეჯერმა მამუკა ამიროვმა და "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იაკობ გიუნტერმა წარმართეს. ქართველის
ბელგიურ კლუბში წაყვანა ამ უკანასკნელის იდეა იყო, ხოლო, როცა ოქრიაშვილი "გენკიდან" წამოვიდა, ცდილობდა, მას ძლიერ კლუბში მოწყობაში დახმარებოდა...

ამასობაში, "გენკი" ფრანგებს სატრანსფერო ფასზე დაელაპარაკა და შეუთანხმდა კიდეც. 30 აგვისტოს თორნიკე მარსელში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად კონტრაქტზე საბოლოოდ დაილაპარაკა და ხელმოწერაც დაიგეგმა.

საინტერესოა, რომ ბევრს სასაცილოდ არ ეყო, როცა "ლელომ" დაწერა, რომ სოლიდურ ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის იმედად, ოქრიაშვილმა უარით გაისტუმრა ჰოლანდიური "ტვენტე", ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", თურქული სუპერლიგის ბინადარი "გაზიანთეფი", მდიდარი რუსული კლუბი "ურალი"... ქართული ფეხბურთისადმი ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ბევრს ოქრიაშვილით "მარსელის" დაინტერესება ზღაპარი ეგონა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკება სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ჩაშალა - გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ კონტრაქტზე ხელმოსაწერად გამზადებული მხარეები სწორედ ამან შეაფერხა. 24 წლის ფეხბურთელს გულის მცირე პრობლემა აღმოუჩინეს. ის დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც 20-დღიან რეაბილიტაციას გაივლის.

პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა.

სამწუხაროა ისიც, რომ ოქრიაშვილი ამის გამო ნაკრებს 5 სექტემბერს ავსტრიასთან თბილისურ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით თორნიკე, მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი ჩანს.არა მგონია შეირგოს თუნდაც დიდი ტრანსფერი, ტიპური ქართველი სპორსტმენია
lasha19
31 აგვისტო 2016 10:17
0
ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ფეხბურთელს აღმოაჩნდეს გულის პრობლემა 23-24 წლის ასაკში? არ ეხება მხოლოდ ოქრიაშვილს, სხვა უცხო ქვეყნის ფეხბურთელებსაც ჰქონიათ ანალოგიური პრობლემა. მანამდე შემოწმებას არ გადიან? გენკმა როგორ აიყვანა თავის დროზე? სამედიცინო შემოწმება არ გაიარა გენკში რომ გადადიოდა? ან შახტარში რომ გადადიოდა მაშინ არ გაიარა უკრაინაში? ესე უცებ როგორ აღმოაჩნდა პრობლემები. კატასტროფის წინაშე ვართ ჩვენც და ოქრიაშვილიც. ფაქტიურად სეზონი ჩაუვარდება, ანუ წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. აბა 20 დღის მერე ყველანაირი სატრანსფერო ამბები მოყომარებული იქნება
al
31 აგვისტო 2016 10:14
0
ამ დილაუთენია პირდაპირ რომ გვაჯახეთ ეს ამბავი, შეგეპარებიათ
eee
31 აგვისტო 2016 10:04
0
თქვით რომ ხუმრობაა )))
eee
31 აგვისტო 2016 10:03
0
იქნებ არც იყო სამედიცინო შემოწმება
zviadi
31 აგვისტო 2016 09:58
0
ჩამოდი საქართველოში,
zviadi
31 აგვისტო 2016 09:55
0
ეს გვინდოდა კიდეევ? გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ასეა ჩვენი საქმე
eee
31 აგვისტო 2016 09:46
0
არაუშავს, მომავალ წელს პესეჟე აიყვანს.
გიო
31 აგვისტო 2016 09:43
0
მაგარი გასატეხი ამბავია.
gode
31 აგვისტო 2016 09:38
0
ისე წერთ სასაცილოდ არ ეყო ბევრს მარსელით დაინტერესებაო, გეგონება მართლა გადავიდა
გიორგი
31 აგვისტო 2016 09:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული