[ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

AutoSharing Option
30 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" ჩაირიცხა ან უარეს შემთხვევაში, დღეს უნდა ჩარიცხულიყო. მოკლედ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

ეს მოლაპარაკება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ის ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ დაიწყო, ოღონდ ხეტაფეს სტადიონზე "ფურია როხას" კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი არაფერ შუაში იყო - ფრანგები ქართველით მანამდეც იყვნენ დაინტერესებულები.

"მარსელთან" პირველი მოლაპარაკება სწორედ ხსენებული მატჩის მერე შედგა. მოლაპარაკების პროცესი ოქრიაშვილის მენეჯერმა მამუკა ამიროვმა და "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იაკობ გიუნტერმა წარმართეს. ქართველის
ბელგიურ კლუბში წაყვანა ამ უკანასკნელის იდეა იყო, ხოლო, როცა ოქრიაშვილი "გენკიდან" წამოვიდა, ცდილობდა, მას ძლიერ კლუბში მოწყობაში დახმარებოდა...

ამასობაში, "გენკი" ფრანგებს სატრანსფერო ფასზე დაელაპარაკა და შეუთანხმდა კიდეც. 30 აგვისტოს თორნიკე მარსელში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად კონტრაქტზე საბოლოოდ დაილაპარაკა და ხელმოწერაც დაიგეგმა.

საინტერესოა, რომ ბევრს სასაცილოდ არ ეყო, როცა "ლელომ" დაწერა, რომ სოლიდურ ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის იმედად, ოქრიაშვილმა უარით გაისტუმრა ჰოლანდიური "ტვენტე", ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", თურქული სუპერლიგის ბინადარი "გაზიანთეფი", მდიდარი რუსული კლუბი "ურალი"... ქართული ფეხბურთისადმი ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ბევრს ოქრიაშვილით "მარსელის" დაინტერესება ზღაპარი ეგონა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკება სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ჩაშალა - გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ კონტრაქტზე ხელმოსაწერად გამზადებული მხარეები სწორედ ამან შეაფერხა. 24 წლის ფეხბურთელს გულის მცირე პრობლემა აღმოუჩინეს. ის დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც 20-დღიან რეაბილიტაციას გაივლის.

პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა.

სამწუხაროა ისიც, რომ ოქრიაშვილი ამის გამო ნაკრებს 5 სექტემბერს ავსტრიასთან თბილისურ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
სწორედაც რომ "გენკში" ჰქონდა ფიზიკის პრობლემები. მე ვუყურებდი მაგის ყველა თამაშს და 60 წუთის მერე თვალები ბუდეებიდან ლამის უცვივდებოდა დაღლისგან და შესაცვლელი იყო.
.........
01 სექტემბერი 2016 00:51
0
ეს ყველაფერი ზღაპარია ხალხო ეს კლუბი გაიყიდა და შეისყიდა ვიგაც ამერიკელმა შესაბამისად თოკოსტან შეთანხმება რო დაერღვიათ მოუგონეს ეს ყველაფერიამ კლუბის მწვრთნელიც კი გაუშვეს ასე რომ თოკო სრულიად ჯანმრთელია და მაგარ ხოდზეა
gigusha
01 სექტემბერი 2016 00:29
0
ეს ყველაფერი ზღაპარია ხალხო ეს კლუბი გაიყიდა და შეისყიდა ვიგაც ამერიკელმა შესაბამისად თოკოსტან შეთანხმება რო დაერღვიათ მოუგონეს ეს ყველაფერიამ კლუბის მწვრთნელიც კი გაუშვეს ასე რომ თოკო სრულიად ჯანმრთელია და მაგარ ხოდზეა
gigusha
01 სექტემბერი 2016 00:29
0
გენკში რო იკო მაშინ არ ქონდა გულის პრობლემა? რას აბოლებთ ხალხს? ხვალ დაწერეთ , რომ პსჟ ეპარიჟება, ზეგ ბარსელონა, მერე რეალი.... და ხალხიც წაიკითხავს თქვენს სტატიებს, მერე ატყდება კომენტარები... თქვენც ხომ ეს გინდათ? თქვენს საიტზე ტრანსფერებზე ინფორმაციის 99 % ბლეფია...
saki
31 აგვისტო 2016 22:38
0
პახმელიაზე იქნებოდა :):):)
fexburti
31 აგვისტო 2016 16:41
0
გაიხარე სოსო, ასეთი ადამიანური, ჰუმანური კომენტარისთვის. უფალმა გვიმრავლოს სოსოს შენნაირი კაცები საქართველოს.
gizog
31 აგვისტო 2016 16:28
0
ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ეს განაჩენი არ არის.რონალდუსაც ჰქონდა გადატვირთვის გამო გულზე პრობლემები და ოპერაციაც კი გაიკეთა გულზე,ასე რომ იმკურნალებს და ყველაფერი წესრიგში იქნება.იქნებ გუჯა კახიძესაც მოუსმინოს ვინმემ,კაცი იხვეწება და სცადონ რა დაშავდება ამით.
ოქრის მალე გამოჯანმრთელებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
31 აგვისტო 2016 15:42
0
თოკო გაიხარე, უფალმა დაგლოცოს და ყველაფერი კარგი მოგცეს ჯანმრთველობაც და ცხოვრებაც. ნამდვილ ქომქგებს კარგად გვახსოვს შენი გულიანი თამაშები ნაკრებში და ერთმანეთზე საუკეთესო და საჭირო გოლები. შენი კარგი თამაშით უკვე ბევრ სტაჟიან ფეხბურთელზე მეტი გაქვს გაკეთებული. მაგრამ დღეს უმადურობის, უმეცრების და უგუნურების დრეიფია საქართველოში, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევ თოკო ზოგიერთების ულოგიკო გაუგებარ კომენტარებს. თოკო შენც და ყველა სპორცმენს რომელიც საქართველოს სახელით გამოდიხართ ნამდვილად უანგაროდ და არ იშურებთ არც ჯანმრთველობას და არ ძალღონეს შემოგევლეთ ყველას რაგბისტებს, კალათბურთელებს, ფეხბურთელებს და ყველა უანგარო კაცს, გაიხარეთ.
gizog
31 აგვისტო 2016 14:37
0
დღეს დღეობით ამნაირი არგვყავს ამ საცოდავ ნაკრებში ვაკოზე აღარ მაქვს ლაპარაკი რაუნდა ვერ ვიგებ.
დილა გორი
31 აგვისტო 2016 13:49
0
დიდი დატვირთვები და სწრაფი დაღლა გულს პრობლემებს რომ უქმნის ეს ყველამ იცის. ექიმები შედეგს უმკურნალებენ (როგორც ბევრ ქართველ ფეხბურთელს) და დროებით შედეგს მიიღებენ, მაგრამ ვიდრე მიზეზი იარსებებს იგივე შედეგს მივიღებთ და ისევ მკურნალობა იქნება საჭირო.

საკმარისია მოძრაობის ოპტიმიზაციის შესწავლა და დატვირთვები შემცირდება. შესაბამისად გულიც მაქსიმალურად გაჯანსაღდება.

დავით მუჯირს იგივე პრობლემა ჰქონდა 33 წლის ასაკში, როდესაც ჩემთან დაიწყო ვარჯიში და 10 დღეში დაღლა აღარ ახსოვდა.

იმედი მაქვე ბ-ნი თორნიკე წაიკითხავს და გაიზიარებს ჩემს მოსაზრებას.
გუჯა კახაძე
31 აგვისტო 2016 13:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული