ლეგიონი: ბატე-ს გულშემატკივრებმა ვაკო გვილია ისევ საუკეთესოდ დაასახელეს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველი ვაკო გვილია ბელორუსის მე-20 ტურში "ბელშინას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მორიგ ტურში გვილიამ გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი 63-ე წუთზე შეცვალეს, ბატე-მ კი მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 2:1.

- გვილიას შორეული - ვაკომ ბატე-ში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

მატჩის დასრულების შემდეგ ბატე-ს ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა. 8,1 ქულით გულშემატკივრებმა სწორედ ქართველი ნახევარმცველი გამოარჩიეს. მანამდე გვილია გულშემატკივრებმა
მე-18 ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

20 ტურის შემდეგ ქართველის გუნდი 48 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკეთესი მაინც არხავს ნაკრებში და გამოიძახონ
luka gogua soxumski
13:24 31-08-2016
0
ვაკო გაიხარე, სულ წარმატებებით გევლოს სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
16:52 31-08-2016
0

სიახლეები პოპულარული