ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონი ჩვენთვის ერთი-ორად საინტერესო დღეს გახდა, როცა ვარშავის "ლეგიაში" იჯარით ვაკო ყაზაიშვილი გადავიდა.

გავიხსენოთ, ბოლო დროს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე ქართველი ლეგიონერები.

სამი სეზონი ქართველების გარეშე
სამწუხაროა, მაგრამ წლები გადის და ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირი გვერდს გვივლის და ქართველი გულშემატკივარი ამ დიდ საფეხბურთო ზეიმს აკლდება - ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ ქართულ კლუბს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეეღწიოს.

მეტიც, ვაკომდე კარგა ხანი, ერთი წ
არმომადგენელიც კი არ გვყავდა ჩემპიონთა ლიგაზე - სამი სეზონის განმავლობაში (2013/14, 2014/15, 2015/16) ლიგაზე ქართველის ჭაჭანება არ ყოფილა!

2012/13 - ანანიძე
ბოლო ჩვენებური, რომელმაც ლიგაზე ითამაშა (აქ და ყოველთვის საკვალფიკაციო ეტაპებს არ ვთვლით) არის ჯანო ანანიძე, რომლის "სპარტაკიც" 2012/13 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა, მაგრამ "ბარსელონას", "სელტიკისა" და "ბენფიკას" კომპანიაში ვერას გახდა, ბოლო ადგილზე გავიდა.

ჯანომ მაშინ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ლისაბონში და ორჯერ შინ, "ბენფიკასა" და "ბარსელონას" წინააღმდეგ. ჯამში 111 წუთი ითამაშა (1 სასტარტოში, 2 შეცვლაზე), 4-ჯერ კი სათადარიგო იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ ანანიძე 20 წლის იყო, ესეც დიდი მიღწევაა.

2010/11 - ანანიძე და სალუქვაძე
ამის წინა, 2011/12 წლების სეზონშიც ჩავარდნა გვქონდა (საბა კვირკველიამ "ლიონთან" საკვალიფიკაციო პლეი ოფის მატჩებში ითამაშა), 2010/11 წლებში კიდევ ჯანო - ჯერ კიდევ 18 წლის ბიჭს კარიერაში პირველად მოუწია ლიგაზე თამაში, მან ჯგუფურ ეტაპზე "მარსელთან" და "ჩელსისთან" ითამაშა, ჯამში 19 წუთი!

მაგრამ მხოლოდ ჯანო არ იყო, "რუბინის" შემადგენლობაში" იყო ლაშა სალუქვაძე. სალუქვაძემ (მაშინ 29 წლის ასაკში) 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ "კოპენჰაგენთან" და ერთხელ "ბარსელონასთან", ჯამში 185 წუთი.

2009/10 კალაძე, დვალიშვილი, სალუქვაძე
2009/10 წლების ლიგაზე მოხვდა ჰაიფას "მაკაბი", რომლის შემადგენლობაშიც ლადო დვალიშვილი თამაშობდა. მაშინ 23 წლის ფორვარდმა საკვალიფიკაციოსა და ჯგუფური ეტაპის ჯამში 12 თამაშში 5 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ყველა გოლი საკვალიფიკაციო მატჩებზე მოდის, ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში ლადომ ვერაფერი დააკლო "ბორდოს", "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" დაცვას. "მაკაბიმ" კი ნული ქულითა და უგოლოდ დაასრულა გამოსვლა.

ამ სეზონში უკანასკნელად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე კახა კალაძემ, მან მხოლოდ "ციურიხთან" მატჩებში მიიღო მონაწილეობა "მილანის" შემადგენლობაში (160 წუთი), დანარჩენ შეხვედრებში კი სათადარიგო იყო.

ლიგაზე ითამაშა რუსულმა "რუბინმა", რომლის შემადგენლობაში იყვნენ სალუქვაძე და ნუკრი რევიშვილი. სალუქვაძემ ხუთ თამაშში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ცნობილ გამარჯვებაშიც შეიტანა თავისი წვლილი "კამპ ნოუზე", როცა რუსულმა კლუბმა "ბარსა" 2:1 დაამარცხა. ნუკრი რევიშვილი კი ხუთჯერ მოხვდა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა თამაში მას არ მოუწია.

საერთო ჯამში ლაშა სალუქვაძემ სამ სეზონში (2008/09, 2009/10 და 2010/11) "რუბინის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 12 მატჩი ითამაშა.

ბოლო წლების გამორჩეული თარიღები
* 2005 წლის 23 ნოემბერი: "შალკემ" ჰოლანდიურ პსვ-ს ჯგუფურ ეტაპზე 3:0 მოუგო და ლევან კობიაშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა!

* 2007 წლის 23 მაისი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში კახა კალაძის "მილანმა" 2:1 დაამარცხა "ლივერპული" და თასი მოიპოვა. ჩვენებურმა მე-80 წუთზე შეცვალა იანკულოვსკი.

* 2005 წლის 25 მაისი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში კახა კალაძის "მილანი" "ლივერპულს" 3:3 ეთამაშა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

* 2003 წლის 28 მაისი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში კახა კალაძის "მილანი" "იუვენტუსს" ეთამაშა და პენალტების სერიაში 3:2 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქეცბაც ხომ იყო ბოლოს ლიგაზე თავის რაზმით.
kamo
12:28 01-09-2016
0
და იუვენტუსთან ფინალი კალადზემ არ ითამასშა?)))
levani
20:15 31-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული