თორნიკე ოქრიაშვილი და "გენკი" ერთმანეთს დაშორდნენ

AutoSharing Option
"გენკის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილისა და "გენკის" გზები გაიყო - ორმხრივი შეთანხმებით ქართველთან კონტრაქტი შეწყვეტილია. ის თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილს 30 აგვისტოს "მარსელში" გადასვლა ჩაეშალა, მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ქართველი "გენკში" 2014 წლიდან თამაშობდა, მან 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონის დიდი ნაწილი მან იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" გაატარა.

"კლუბი თორნიკეს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში", - ვკითხულობთ "გენკის" განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ მალე ვერ მოძებნის ევროპაში საშუალო დონის კლუბს ურალში ან ტომში თამაშს დინამოში ითამაშოს დროებით უკეთესი იქნება მისთვის კი ძნელია საქართველოს ჩემპიონატში თამაშს დათანხმდე მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა სიტუაციის და მიხედვით,ისე ჩვენი ჩემპიონატიდან მოხვდა ქვილითაია რაპიდში.
bebeto
15:39 01-09-2016
0
ჩამოვა ეხლა საქართველოში და სამტრედიაში ან შუქურაში ითამაშებს, ან წავა რუსეთში და ურალში, უფაში მორდოვიაში იტამაშებს. რას ერჩი საოცარი წინსვლა აქვს ამ ბიჭს.
გივია
11:00 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული