აქ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე... მათე ვაწაძე ფანებს დაემშვიდობა

AutoSharing Option
27 წლის მათე ვაწაძემ დანიურ "ორჰუსთან" კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა და მისი ფორმით 81 მატჩში 32 ბურთი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დანიურ კლუბთან ხელშეკრულება ახლახან, ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და ახალ კლუბს ეძებს.

დანიურ tipsbladet-თან ინტერვიუში ქართველმა მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ (რომელიც ამჟამად ვაწაძის ინტერესებს იცავს) თქვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დანიის ჩემპიონატში არ ითამაშებს.

"შემიძლია ვთქვა, რომ მათე დანიურ კლუბში არ გადავა, მაგრამ ამ ეტაპზე ისიც უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას", - ამბობს კაჭახიძე.

ვაწაძე, რომელსაც საქართველოსა და დანიის ჩემპიონატების გარდა,
რუსეთის პრემიერლიგაშიც უთამაშია, "ორჰუსის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა. დანიური კლუბის ყოფილმა თავდამსხმელმა მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"გავიდა ოთხი მშვენიერი წელი, რომელიც "ორჰუსში" გავატარე. როცა ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდი თუ ვარჯიშიდან სახლში ვბრუნდებოდი, ჩემთან ყოველთვის მოდიოდნენ გულშემატკივრები, მხარზე ხელს დამარტყამდნენ და მეკითხებოდნენ, თავს როგორ ვგრძნობდი. ფანები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

მე მძიმედ დავიწყე, რადგან საწყის ეტაპზე სერიოზული ტრავმა მაწუხებდა. დღემდე მიმაჩნია, რომ ჩემი საუკეთესო თვისებები ბოლომდე ვერ გამოვავლინე. ამიტომაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გულშემატკივარი ყოველთვის გვერდში მედგა და მხარს მიჭერდა. ამისთვის ორმაგად გიხდით მადლობას.

ასეთი დიდი კლუბის სახელითა და ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში დიდი სიამოვნება იყო. მოედანზე ყოფნის დროს ყოველთვის ვცდილობდი, შესაძლებლობების მაქსიმუმი და მეტიც კი გამომევლინა.

ამ ყველაფრისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენც და "ორჰუსსაც" და მხოლოდ საუკეთესო გისურვოთ. დიდი მადლობა", - წერს ვაწაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ხომ არ აგინებდა
temo
10:51 06-09-2016
0
რა დრო დადგა, დანიის ორჰუსი დიდ კლუბად მოიხსენიება და დანიურ ჩემპიონატში გამოსვლა საამაყო :(((((
zura
15:55 05-09-2016
0

სიახლეები პოპულარული