თემურ ქეცბაია "ნიუკასლ იუნაიტედში" კიდევ ერთხელ ითამაშებს

AutoSharing Option
9 ოქტომბერს "ნიუასალ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანთა გუნდები მატჩს გამართავენ, რომელსაც ალან შირერის ფონდი აწყობს. საქველმოქმედო შეხვედრა "მანჩესტერის" 5:0 განადგურების 20 წლისთავს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორისაა თემურ ქეცბაია.

გუნდის მწვრთნელი ამ საჩვენებელ მატჩში ალან შირერი იქნება. ქეცბაიასთან ერთად ითამაშებენ: დარენ პიკოკი, ლეს ფერდინანდი, რუელ ფოქსი, სტივ ჰაუი, ალან ტომპსონი და სხვები.

"ძალიან მიხარია "ნიუკასლში" დაბრუნება. ინგლისში დიდებული დრო გავატარე, ეს იყო ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი.

გუნდის თამაშს ყოველთვის ვადევნებ თვალყურს და მწყინს, რომ ბოლო დროს ის წარმატებული ვერ
არის. ძნელი საყურებელი იყო, როგორ იბრძოდა "ნიუკასლი" ადგილის შესანარჩუნებლად პრემიერლიგაში და როგორ უშვებდა შეცდომებს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

მინდა, რომ "ნიუკასლი" დაუბრუნდეს ძველ დიდებას, ფანები ამას იმსახურებენ.

დიდებულად მახსოვს ის დრო, როცა "ნიუკასლს" ჩემპიონთა ლიგაზე დავეხმარე. ეს დიდებული გრძნობაა. ახლა, როცა მწვრთნელი ვარ, უკვე ძალიან ძნელია ამის გაკეთება.

როდესაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, დიდი მოლოდინები იყო, ჩემიც, ფეხბურთელებისაც. ეს ძალიან რთული, მაგრამ საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამბიციებიც გვქონდა, მაგრამ უბრალოდ ძალიან ძნელი იყო პროგრესი იმის გათვალისწინებით, თუ სად მოღვაწეობდნენ ფეხბურთელები გეოგრაფიულად. ახლა ეს კიდევ უფრო ძნელია.

"ნიუკასლთან" ერთად ვერასოდეს დაგეგმავ წინასწარ, რა შეიძლება მოხდეს. "ნიუკასლში" ფეხბურთელობაც ძნელია და მწვრთნელობა მით უმეტეს, მაგრამ ეს ერთხელ შეიძლება მოხდეს. ახლა კი მთელ ყურადღებას აეკ-ის გაწვრთნას ვუთმობ.

შირერის წინადადებას დადებითად გამოვეხმაურე, რადგან მსოფლიოში ბევრი ადამიანი ელის ჩვენ დახმარებას. კარგია, როცა რამით შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს. ამიტომ მოწვევას ეგრევე დავთანხმდი.

თანაც, ბევრ ძველ მეგობარს ვნახავ და ბურთსაც გავაგორებთ", - უთხრა ქეცბაიამ chroniclelive.co.uk-ს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯიბოს ვწერ, რატომ გშურს ასე ტემოსი, რა დაგიშვა ისეტი, ყოველთვის კბენ , ქეცბა ყოველთვის მარტალი იყო და იქნება ყოველთვის, ისე კი მწარე ენა აქვს მაგრამ , სიმართლე მტკივნეულია ,პირში ტქმა სჯობს არა თქმასა.
ნაგო
06 სექტემბერი 2016 12:10
0
ტემო, შენს კაიკაცობას გაუმარჯოს, მაგარი ხარ, გისურვებ წარმატებებს,საამაყო იყავი ყოველთვის და იქნები კიდეც ბოლომდე. გაიხარე.
ნაგო
06 სექტემბერი 2016 11:38
0
ტემური მარტალი იყო რომ ტქვა არ გვყავს ზლიერი პეხბურტელებიო და ეს გუსინაც გამოცნდა
qutaisi
06 სექტემბერი 2016 10:04
0
მერე რითია ცუდი იოცნებოს და ჩაიბაროს გუნდი.ესეც აუკრძალეთ


jojo
06 სექტემბერი 2016 05:58
0
კაცს რომელსაც თავი ყოველთვის მართალი ჰგონია დიდ შედეგებს ცხოვრებაში ვერ მიაღწევს.არადა მართლა კარგი ფეხბურთელი იყო მაგრამ აუტანელი,საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.
ჯიბო
06 სექტემბერი 2016 02:06
0
ამ კაცს არ ასვენებს ფიქრი იმის შესახებ რომ ერთ დღესაც მას შეიძლება ჩააბარონ ნიუკასლი,არაერთხელ უთქვამს რომ სიამოვნებით გაწვრთნიდა ისეთ დიდ კლუბს როგორიც ნიუკასლია...დღეს ამ გუნდს მართლაც ცუდი დრო უდგას და ვინ იცის შეილება ერთ დღეს მასაც უხმონ ნიუკასლში.ძალიან გამიხარდება თუ ქართველი მწვრთნელი ამას მიაღწევს,წარმატებები თემურს...
rus-777
05 სექტემბერი 2016 17:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული