გუნდის მწვრთნელი ამ საჩვენებელ მატჩში ალან შირერი იქნება. ქეცბაიასთან ერთად ითამაშებენ: დარენ პიკოკი, ლეს ფერდინანდი, რუელ ფოქსი, სტივ ჰაუი, ალან ტომპსონი და სხვები.
"ძალიან მიხარია "ნიუკასლში" დაბრუნება. ინგლისში დიდებული დრო გავატარე, ეს იყო ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი.
გუნდის თამაშს ყოველთვის ვადევნებ თვალყურს და მწყინს, რომ ბოლო დროს ის წარმატებული ვერ
მინდა, რომ "ნიუკასლი" დაუბრუნდეს ძველ დიდებას, ფანები ამას იმსახურებენ.
დიდებულად მახსოვს ის დრო, როცა "ნიუკასლს" ჩემპიონთა ლიგაზე დავეხმარე. ეს დიდებული გრძნობაა. ახლა, როცა მწვრთნელი ვარ, უკვე ძალიან ძნელია ამის გაკეთება.
როდესაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, დიდი მოლოდინები იყო, ჩემიც, ფეხბურთელებისაც. ეს ძალიან რთული, მაგრამ საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამბიციებიც გვქონდა, მაგრამ უბრალოდ ძალიან ძნელი იყო პროგრესი იმის გათვალისწინებით, თუ სად მოღვაწეობდნენ ფეხბურთელები გეოგრაფიულად. ახლა ეს კიდევ უფრო ძნელია.
"ნიუკასლთან" ერთად ვერასოდეს დაგეგმავ წინასწარ, რა შეიძლება მოხდეს. "ნიუკასლში" ფეხბურთელობაც ძნელია და მწვრთნელობა მით უმეტეს, მაგრამ ეს ერთხელ შეიძლება მოხდეს. ახლა კი მთელ ყურადღებას აეკ-ის გაწვრთნას ვუთმობ.
შირერის წინადადებას დადებითად გამოვეხმაურე, რადგან მსოფლიოში ბევრი ადამიანი ელის ჩვენ დახმარებას. კარგია, როცა რამით შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს. ამიტომ მოწვევას ეგრევე დავთანხმდი.
თანაც, ბევრ ძველ მეგობარს ვნახავ და ბურთსაც გავაგორებთ", - უთხრა ქეცბაიამ chroniclelive.co.uk-ს.