წყარო ამტკიცებს, რომ ქართველ ფეხბურთელს ამ კლუბის წარმომადგენლები "სპარტაკისა" და საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებზე დააკვირდნენ. ამ სეზონში ჯანო "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ხოლო ავსტრიის ნაკრების კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
"სპარტაკს" მისი გაშვება არ სურს, მაგრამ კარგი წინადადების შემთხვევაში, რუსული კლუბი ტრანსფერზე უარს არ იტყვის, მით უფრო, რომ ჯანოს "სპარტაკთან" ხელშეკრულება მალე ამოეწურება.