პოლტაველთა ძრავი - სანდრო კობახიძე უკრაინაში ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" პოლტავაში, ქართველის ყოფილ გუნდს - ლუცკის "ვოლინს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "ვორსკლამ" გამარჯვების გოლიც მის მიერ მოპოვებული საჯარიმოს შემდეგ გაიტანა.

სანდრო ერთბაშად ორმა უკრაინულმა გამოცემამ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

footballtop.ru:
"ქართველი ლეგიონერი, შეიძლება ითქვას, აიკლო "ვოლინის" დაცვა. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ათეულობით სახიფათო რეიდი განახორციელა, მატჩის მიწურულს დაღლა არ ეტყობოდა. კობახიძეს გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, მაგრამ
მის დარტყმებს მიზნამდე ცოტა აკლდებოდა, სამაგიეროდ, გადაცემები გამოსდიოდა უკეთესად. აღსანიშნავია ისიც, რომ "ვორსკლამ" გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რომელიც გუნდს კობახიძემ მოუპოვა".

sportarena.com:
"ქართველი პოლტაველთა ნამდვილი ძრავია, რომელიც მუდმივად აქტიურია და არ იღლება ფლანგების "გაჭრით". სწორედ კობახიძემ მოიპოვა ის საჯარიმოც, საიდანაც ტურსუნოვმა გაიტანა. ამასთან, მან არაერთი მომენტი შეუქმნა ხლებასს. თავადაც შეეძლო გატანა. თამაშის შემდეგ კობახიძის ფლანგზე მიწა გამომწვარი იყო".

7 ტურის შემდეგ სანდრო კობახიძის გუნდს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში "ჩერნომორეცთან" მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნებ ვინმემ უთარგმნოს ვაის ეს სტატია.
kika
17:18 12-09-2016
0
ბოლო 2-3 ტურია კობახიძეს ვერ აჩერებენ უკრაინაში, ნაკრებში კი 15-20 წუთსაც არ ათამაშებს, კობიაშვილო მოუყავი 900 ლარი ან უყიდეთ ერთი ნოუთბუკი რომ მიადევნოს თვალი ვინ როგორ ფორმაშია...
ჯონი
20:23 12-09-2016
0

სიახლეები პოპულარული