შოთა არველაძე: "ზენიტთან" თამაში ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება

AutoSharing Option
15 სექტემბერს შოთა არველაძის "მაკაბი" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს - თელ-ავივში რუსულ "ზენიტს" მასპინძლობს. მატჩამდე ქართველმა სპეციალისტმა მეტოქე და თავისი გუნდის შანსები შეაფასა:

"ზენიტთან" მატჩი ჩემპიონთა ლიგასავით იქნება ჩვენთვის. ამ გუნდმა ბოლო წლებში ბევრს მიაღწია, "ზენიტი" მაღალი კლასის გუნდია. მათთან თამაში ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება.

ჩვენ ამ დაპირისპირებაში კარგი შედეგის მიღწევას ვაპირებთ", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის ჯგუფში "მაკაბის", "ზენიტის" გარდა, "დანდალკი" და "ალკმაარი" ჰყავს მეტოქეებად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული