გურამ კაშია: როცა "აიაქსს" ეთამაშები, ასეთი მომენტები ხელიდან არ უნდა გაუშვა

AutoSharing Option
გურამ კაშიას "ვიტესი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "აიაქსთან". მატჩის შემდეგ Fox Sports-ი "ვიტესის" ქართველ კაპიტანს ესაუბრა:

"პირველ ტაიმში გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი მოგვეცა. ყველამ კარგად იცის, რომ, როცა "აიაქსს" ეთამაშები, შანსები უნდა გამოიყენო. ერთი გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვანაირად წარიმართებოდა თამაში.

მარცხის მიუხედავად, კარგმა თამაშმა გუნდს თვითრწმენა განუმტკიცა, რაც მომდევნო ტურებში გამოგვადგება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული