ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვალ, 14 სექტემბერს, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი შედგეს.
ყაზაიშვილის "ლეგია" პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს. eurosport.onet.pl-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იქნება.
Polsatu Sportu-ს ჟურნალისტის, შემისლავ ივანჩუკის თქმით კი, "ლეგიას" შემადგენლობაში ვაკო ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს.
"ლეგიას" ფეხბურთელებიდან ყველაზე დიდ ინტერესს ყაზაიშვილი იჩენს. მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. დიდ იმედებს ვამყარებ ასევე ვადის ოჯიჯა-ოფოეზე, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგის გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ამ ორმა ტრანსფერმა "ლეგიას" წინა ხაზი ბევრად უნდა გააძლიეროს", - განაცხადა ჟურნალისტმა.
15:11 13-09-2016
პოლონური მედია: ყაზაიშვილი "ბორუსიასთან" ძირითადში დაიწყებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვაკოს ვიტესში სათამაშო პრაქტიკა ეკლდა,ახლა ახალ კლუბში შესაჩვევად დაფორმის აღსადგენადაც ხომ არის დრო საჭირო,ასე რომ ვაკოს ძალიან გაუჭირდება კარგი თამაშის ჩვენება.იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლო თამაშებში მაინც მოასწრებს ამ ყველაფერს და თავს ღირსეულად წარმოაჩენს.
0
0
ფულზე დახარბებული ნამდვილად არ არის ვაკო. უბრალოდ ჩემი პირადი აზრით გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან იჩქარა და დღევანდელი კვერცხი არჩია ხვალინდელ ქათამს. მოთმინება მართებდა. ახლა კი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ დაიყენა თავი ანუ მხოლოდ და მხოლოდ 6 თამაში აქვს ნორმალურ გუნდში მოსახვედრად, მხოლოდ 6 (დიდი იმედი მაქვს რომ ეს გამოუვა) ვაკოს ნამდვილად შეუძლია ეს ექვსი თამაში ფეერიულად ჩაატაროს და უფრო წესიერი კლუბების ყურადღება დაიმსახუროს. ნურავინ შემედავება იმაში რომ ჰოლანდიის ჩემპიონატი გაცილებით მაღალი დონისაა და გაცილებით უკეტესი შანსი ექნებოდა კაი გუნდში მოსახვედრად, მაგრამ პირველივე პრობლემამ შეაშიანა და გაქცევა გადაწყვიტა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული