გურამ კაშია: ეს დუელი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" მორიგი მატჩი "გოუ ეჰედ იგლსთან" არნემის ბრძოლის წლისთავს ემთხვევა და ტრადიციულად, ამ დროს "ხელრედომზე" გამართულ მატჩს Airborne-ის დუელს უწოდებენ და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პატივს მიაგებენ.

"ვიტესმა" სპეციალურად ამ თამაშისთვის დაამზადა მაისურა, რომელიც პირველად გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ წარადგინა, რომელმაც ადრე სამხედრო ჟესტით მიაგო პატივი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

"ვამაყობ, რომ ეს მაისურა პირველად მე მოვირგე. ეს დიდებული ტრადიციაა, რომელიც უკვე მეათედ იმართება. კარგია, როცა კლუბი და ფანები არ ივიწყებენ ვეტერანებს. Airborne-ის დუელი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია", - განაცხადა
კაშიამ.

მაისურზე არის წარწერა: "უკანასკნელი, რასაც დავივიწყებთ". მატჩის შემდეგ კაშიას მაისურა აუქციონზე გაიყიდება და თანხები მომავალი ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება. სპეციალური მაისურები ასევე გამოვა კლუბის მაღაზიაში, ოღონდ ძალიან ცოტა რაოდენობით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული