ლეგიონი გუშინ: ჭანტურიას და გვილიას გოლები, ოქრიაშვილის საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა თავ-თავიანთ ჩემპიონატსა და თასზე ითამაშეს.

რუსეთის თასი
გუშინ, 21 სექტემბერს რუსეთის თასის გათამაშების 1/16 ფინალში "ურალმა" გასვლაზე 3:0 დაამარცხა "ჩელიაბინსკი" და მომდევნო ეტაპზე გავიდა (სადაც "ამკარს" შეხვდება). სამიდან 2 გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი ჭანტურიას ანგარიშზეა. ერთი გოლი მან პენალტით გაიტანა, სულ კი 77 წუთი ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თასის ამავე ეტაპზე საგოლე პასით გამოირჩა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის "კრასნოდარმა" გასვლაზე 2:0 მოუგო ნალჩიკის "სპარტაკს". ოქრიაშვილმა 90 წუთი ითამაშა და მატჩის მიწურულს
შესანიშნავი საგოლე პასი უბოძა ლაბორდეს, მანამდე კი იყო მისი მშვენიერი სოლორეიდი. "კრასნოდარი" 1/8 ფინალში "ორენბურგს" დაუპირისპირდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად 0:1 წააგო ხაბაროვსკის "სკა ენერგიასთან" და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო.

ბელორუსის თასი
ბელორუსის თასზე ბატე-მ შინ 4:2 მოუგო "ისლოჩს". 22-ე წუთზე მასპინძელთა შორის თავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გამოიჩინა. მანვე საგოლე პასიც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნგრეთის ჩემპიონატი
უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მტკ-მ შინ 1:0 მოუგო "დიოშდიორს". წაგებულთა შორის 71 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა.

ისრაელის ჩემპიონატი
ისრაელის ლიგატ ჰა'ალში (უმაღლესი ლიგა) ჩემპიონატში შოთა არველაძის "მაკაბიმ" (თელ-ავივი) გასვლაზე 3:0 სძლია "ბნეი სახნინს". შოთას გუნდი ლიდერია.

უკრაინის თასი
უკრაინის თასზე "ჩერნომორეცმა" გასვლაზე 0:2 წააგო "ნეფტოვიკთან". წაგებულთა რიგებში ითამაშა გიორგი გარდანმა, დავით ხოჭოლავა კი არ გამოჩენილა.

ავსტრიის თასი
ავსტრიის თასზე "რაპიდმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ლეობენდორფს". გიორგი ქვილითაია ვენური კლუბის ძირითადში იყო და მინდორზე 78 წუთი გაატარა.

იტალიის ჩემპიონატი
იტალიის სერია A-ში "ემპოლიმ" შინ 0:2 წააგო "ინტერთან". ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო, რომან ჭანტურია კი ტრავმირებულია.

ყაზახეთი თასი
ყაზახეთის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში კახა ცხადაძის "ქაირათმა" შინ 1:0 დაამარცხა "ატირაუ". საპასუხო მატჩი 5 ნოემბერს გაიმართება.

ამავე ტურნირზე გოგიტა გოგუასა და შოთა გრიგალაშვილის "ირტიში" შინ 1:2 დამარცხდა "ასტანასთან". გოგუას არ უთამაშია, გრიგალაშვილმა კი სრული მეორე ტაიმი ითამაშა.

კვიპროსის ჩემპიონატი
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ახნასმა" შინ 0:3 წააგო ლარნაკას აეკ-თან. ნიკა კაჭარავა, გიორგი ილურიძე და გია გრიგალავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. 47-ე წუთზე კაჭარავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ილურიძე 55-ე წუთზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საღოლ კარგია გვილია გამოიძახონ მართლაა სანამ ჯანმთელია
dato
20:13 22-09-2016
0
გვილია სასწრაფოდ ნაკრებშია გამოსაძახებელი! აშკარად ნაკრებს წაადგება.
georgian
14:14 22-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული