გიორგი ჭანტურიას პირველი 90 წუთი რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში გიორგი ჭანტურიას "ურალმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ორენბურგი". ჭანტურიამ ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა და ორჯერ მეტოქის კარსაც დაემუქრა.

ზედიზედ მესამე მატჩია (სათასო შეხვედრის ჩათვლით), რაც გიორგი სასტარტო შემადგენლობაშია, მაგრამ ჩემპიონატში მან პირველად ითამაშა 90 წუთი. ის ურალის 4-2-3-1 სქემაში მარჯვენა გარემარბი იყო (მარცხენა ფლანგზე ჩისამბა ლუნგუმ ითამაშა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა).

ერთადერთი გოლი ლუნგუს პასით ცენტრფორვარდმა პავლიუჩენკომ გაიტანა. ჭანტურიას თამაში რუსულმა გამოცემა "ჩემპიონატმა" 7 ბალით შეაფასა (როგორც ლუნგუსი), რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცისკარიზე ბევრს ჯობია დზმაო აი დინამოდან კი არცერტი არ იმსახურებს ნაკრებსჰი ტამასჰს მაგრამ აქ კერზო ინტერესებია გატვალისცინებული უფრო ვიდრე ეროვნული.
ბაჯო
22:39 25-09-2016
0
დინამოს ფილიალია ნაკრები მგონი ვიდრე ეროვნული..ტფუუუ
მანო
00:40 26-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული