იტალია. სერია A
ლევან მჭედლიძისა და რომან ჭანტურიას (ტრავმა) "ემპოლი" სტუმრად "ლაციოსთან" 0:2 დამარცხდა. ლევანი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა ალბერტო ჯილარდინოს ნაცვლად. მჭედლიძემ ამ სეზონში პირველად ითამაშა.
იტალია. ლეგა პრო
"ტუტოკუოიო" შინ "ჯანა ერმინიოსთან" 0:1 დამარცხდა. ირაკლი შეყილაძემ წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
გერმანია. ბუნდესლიგა
კვლავ არ უთამაშია "ფრაიბურგის" ქართველ ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს. "ფრაიბურგი" კი სტუმრად "დორტმუნდთან" 1:3 დამარცხდა.
გერმანია. II
დრეზდენის "დინამო" შინ "ვიურცბურგს" დაუზავდა - 2:2. მასპინძელთა მეორე გოლი აკაკი გოგიამ გაიტანა, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. ეს გოგიას პირველი გოლია "დინამოს" მაისურით.
საფრანგეთი. ნასიონალი
ამირან სანაიას (არ უთამაშია) "ლერბიე" შინ "ბელფორტთან" 2:3 დამარცხდა.
ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3
"სევილიას" დუბლებში ჯერ არ ველით გიორგი აბურჯანიას გამოჩენას, რომელიც ტრავმას იშუშებს, მის გარეშე კი სევილიელებმა "ალკორკონთან" 1:1 ითამაშეს.
"ხიმნასტიკი" სტუმრად "კორდობასთან" დამარცხდა - 0:2. ამ შეხვედრაში კატალონიელთა რიგებში შედგა ოთარ კაკაბაძის დებიუტი. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და ერთხელ ბურთი ცარიელი კარიდანაც გამოიტანა.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა
გიორგი მაკარიძის (34-ე წუთზე გააფრთხილეს) "მორეირენშემ" "გიმარაეშს" უმასპინძლა და 10 კაცით (33-ე წუთზე მასპინძელს ნახევარმცველი ნეტო გაუძევეს) 0:1 წააგო. 18-გუნდიან პრიმეირა ლიგაში მაკარიძის გუნდი ჯერჯერობით მე-15 ადგილზეა.
ჰოლანდია. ერედივიზიე
გურამ კაშიას "ვიტესმა" სტუმრად "ტვენტესთან" 1:2 წააგო. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
ბელგია. პროქსიმუს ლიგა
ლევან შენგელიას (მე-18 წუთზე შევიდა) "ტუბიცე" 2:2 დაუზავდა "ანტვერპენს".
საბერძნეთი. სუპერლიგა
გიორგი ნავალოვსკის "ვერიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "პანიონიოსს". ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა, გაფრთხილება მიიღო და საგოლე პასიც გააკეთა.
თემურ ქეცბაიას აეკ-ი დღეს "ირაკლისს" მასპინძლობს.
პოლონეთი. ექსტრაკლასა
ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესს" უთამაშებლობის გამო გაექცა, მაგრამ ის ჯერ ვერც "ლეგიაში" დამკვიდრდა - "ვისლასთან" საგარეო მატჩში (0:0) ქართველი სათადარიგო იყო.
"პლოცკის" სასტარტოში იყო გიორგი მერებაშვილი (62-ე წუთზე შეცვალეს) "ტერმალიცასთან" საგარეო მატჩში (0:0).
ავსტრია. ბუნდესლიგა
გიორგი ქვილითაიას (სათადარიგო) "რაპიდი" სტუმრად "ზანკტ პიოლტენს" დაუზავდა - 1:1.
ავსტრია. რეგიონალლიგა
ლუკა ძიძიგურის (არ უთამაშია) "კუფშტაინმა" სტუმრად 4:3 მოუგო "ჰოჰენემს".
ჩეხეთი. 1 ლიგა
ზურაბ ცისკარიძის (განაცხადში არ იყო) "ტეპლიცე" შინ 0:1 დამარცხდა "პლზენთან".
პრაღის დერბი გამოტოვა ლევან ყენიამ. ტრავმირებული ქართველის "სლავიამ" "სპარტას" მისსავე მოედანზე 2:0 მოუგო.
უნგრეთი. OTP ბანკლიგა
ბუბა დაუშვილის (შეუცვლელად ითამაშა, გააფრთხილეს) "დიოშდიორი" შინ 1:3 დამარცხდა "დებრეცენთან". "დიოშდიორი" 8 ქულით ბოლო ადგილზეა.
ფინეთი. იუკონენლიგა
ირაკლი სირბილაძის (90 წუთი) კპვ შინ "იაროსთან" 0:3 დამარცხდა.
გიორგი ოსიტაშვილის (90 წუთი) კტპ-მ შინ 3:3 ითამაშა ტპს-სთან.
ისრაელი. ლიგათ ჰა'ალი
თელ-ავივის დერბიში შოთა არველაძის "მაკაბიმ" "ჰაპოელს" საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა - 5:0.
რუსეთი. პრემიერლიგა
"კრასნოდარი" ცსკა-ს ესტუმრა და ფრედ (1:1) ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილი ამ შეხვედრაში სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.
გიორგი ჭანტურიას "ურალმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ორენბურგი". ჭანტურიამ ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა და ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს. ზედიზედ მესამე მატჩია (სათასო შეხვედრის ჩათვლით), რაც ის სასტარტო შემადგენლობაშია. ჭანტურიას თამაში "ჩემპიონატმა" 7 ბალით შეაფასა.
გათამაშების ლიდერი "სპარტაკი" მოულოდნელად შინ "უფასთან" დამარცხდა - 0:1. ჯანო ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 6 ბალი მიიღო.
დღეს თამაშობენ გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" და საბა კვირკველიას "რუბინი".
უკრაინა. პრემიერლიგა
გიორგი არაბიძემ თავი "შახტარის" დუბლებში გამოიჩინა, რომელმაც "ვოლინს" 6:0 მოუგო. ჩვენებურმა ერთი გოლი გაიტანა.
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 2:1 მოუგო ალექსანდრე კობახიძის "ვორსკლას". ქართული დუელი კი არ შედგა, რადგან ლიპარტია მასპინძელთა რიგებში გამოჩნდა 75-ე წუთზე, როცა მოედნიდან გაიყვანეს კობახიძე.
დავით ხოჭოლავამ სრულად ითამაშა "ჩერნომორეცისა" და "დნიპროს" მატჩში. "ჩერნომორეცის" მეორე ქართველი, გიორგი გადრანი, კვლავ არ გამოჩენილა.
ბელარუსი. ვისშაია ლიგა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ვაკო გვილიას ბატე-მ "ნაფტანს" 4:1 მოუგო. გვილიამ მე-19 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ის 51-ე წუთზე შეცვალეს.
გვილიამ გოლი მიუძღვნა მამას, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა და მატჩსაც ესწრებოდა.
ლატვია. სინოტიპ ვირსლიგა
გიორგი დიაკვნიშვილის (90 წუთი) "რიგასი" სტუმრად "მეტას" დაუზავდა - 1:1.
ესტონეთი. მეისტრილიიგა
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" უსუსტეს "რაკვერეს" (30 ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს) ადვილად გაუსწორდა - 4:0. ჩვენმა თანამემამულემ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და შეუცვლელადაც ითამაშა.
აზერბაიჯანი. პრემიერლიგა
ზაურ სვანაძის "ინტერმა" აზალ-ს სტუმრად 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა. მასპინძელთა შორის კი ნუგზარ კვირტიამ 90 წუთი დაჰყო მოედანზე და 54-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. რაც შეეხება აზალ-ის კიდევ ერთ ქართველს, დავით ჯანელიძეს, ის 84-ე წუთიდან ჩაება თამაშში.
ნიკა კვეკვესკირის (ტრავმა) გარეშე მოთამაშე "გაბალამ" სტუმრად 2:0 მოუგო "ზირას" და პირველ ადგილზეა.
სომხეთი. პრემიერლიგა
გოგიტა გოგატიშვილის (90 წუთი) "განძასარმა" სტუმრად ერევნის "არარატი" 2:0 დაამარცხა.
ყაზახეთი. პრემიერლიგა
გოგიტა გოგუასა (მე-60 წუთზე შეცვალეს) და ოთარ მარცვალაძის (არ უთამაშია) "ორდაბასი" ლიდერ "ასტანასთან" 0:1 დამარცხდა.
შოთა გრიგალაშვილის (90 წუთი) "ირტიშმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ოკჟეტპესი".
კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად მოუგო "აქტიობეს" - 1:0. ეს ცხადაძის გუნდის ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა ჩემპიონატში.
უზბეკეთი. პროფლიგა
ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ლოკომოტივმა" (კახა მახარაძე 56-ე წუთზე შევიდა თამაშში) ვერ მოუგო ბოლოადგილოსან "ობოდს" - 1:1.
გიორგი კვესიეშვილის (90 წუთი) "ყიზილყუმი" 3:3 დაუზავდა "ნასაფს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"