"უკრაინის ჩემპიონატში "ჩერნომორეცი" უკვე 6 ტურია, გოლს არ უშვებს. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი გუნდის გოლკიპერს მიუძღვის, მაგრამ ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამაც ყველაფერი გააკეთა საამისოდ.
"დნიპროსთან" მატჩში ამ მხრივ, სამაგალითოა. ქართველი ლეგიონერი თავდადებით ეგებებოდა მეტოქის დარტყმებს, მთლიანად ამოკეტა ბალანიუკი, შემდეგ კი დოვბიკი. ის "დნიპროს" ფეხბურთელებს "ჩერნომორეცის" საჯარიმოს მისადგომებთან არაფერს აბედინებდა. შორიდან დარტყმებს კი ხოჭოლავა ხშირად ბლოკავდა", - წერს საიტი, რომელმაც ჩვენებური ამ
აღსანიშნავია, რომ 23 წლის მცველი, რომელიც ახლახან ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში უწინაც მოხვდა - V ტურის რჩეულთა შორის ის football.ua-მ დაასახელა.