დავით სხირტლაძე: მოხარული ვარ, რომ ხუთი გოლის გატანა შევძელით

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "სილკებორგმა" 5:3 დაამარცხა "ოლბორგი", ხუთიდან ორი გოლი ქართველი ფორვარდის, დავით სხირტლაძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა სხირტლაძემ 11 ტურში უკვე 4 გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ მას შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.

"ძალიან სასიხარულოა, რომ 5 გოლის გატანა შევძელით და 3:3-ის მერეც მოვახერხეთ გამარჯვება. რომ არ დავკარგეთ სიმშვიდე ბოლო წუთებზე. მიხარია, რომ ჩვენი ახალწვეული იბრაჰიმ მორო ასე კარგად ჩაერთო გუნდში და ენერგია შემოიტანა, ის ბურთს კარგად აკონტროლებს", - განუცხადა მატჩის გმირმა SIF News-ს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
imedia irlandiasac da uelsac gautan.
grafi
16:34 27-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული