![](https://sportall.ge/pictures/image31/ec310f3c19ea9570c68d42f0ed71150c.jpg)
"ლეგია", რომელიც პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:6 განადგურდა, დღეს ლისაბონის "სპორტინგს" სტუმრობს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა "სპორტინგთან" მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც ყაზაიშვილი შეყვანილი არაა.
"ლეგიასა" და "სპორტინგის" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
!["ლეგიას" ახალმა მწვრთნელმა ვაკო ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადს მიღმა დატოვა Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/87f56132e41bf977ad3fcbea63ac667c.jpg)