მწვრთნელი: "სპორტინგთან" მატჩამდე ვაკოს 4 მატჩი ვნახე და არ ვიცოდი, რაში გამომეყენებინა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგერამ გუნდის ქართველ ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი, რომელსაც პოლონური მედია და პოლონელი ექსპერტები "ლეგიას" ყველაზე საინტერესო და კარგ ტრანსფერად თვლიდნენ, გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდება, ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი საერთოდ, 18-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა.

"ლეგიაში" ყოფნის პერიოდში ვაკომ, ჯამში, მოედანზე მხოლოდ 66 წუთი გაატარა.

"ვაკო ჩვენთან ერთად პორტუგალიაში იყო. რატომ დარჩა განაცხადს მიღმა? "სპორტინგთან" მატჩამდე DVD-ზე მისი 4 მატჩი ვნახე, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, რაში გამომეყენებინა ის.

გუნდის მოსამზადებლად მცირე დრო
მქონდა, ამიტომ სამშაბათს ისინი დავაყენე შემადგენლობაში, ვისზეც ვიცოდი, რას შესძენდნენ გუნდს.

ვაკო ძალიან კარგი და ნიჭით აღსავსე ფეხბურთელია. ცხადია, უახლოეს მატჩებში ის გუნდს ძალიან გამოადგება. მას ხუთშაბათს ვესაუბრე. ავუხსენი, თუ როგორ იმედს ვამყარებ მასზე და ვკითხე, თუ რა პოზიციაზე ურჩევნია თამაში.

ჩემი აზრით, ვაკოს მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. ვნახოთ, რა იქნება - მოთმინებაა საჭირო.

ის ახალგაზრდაა და სწორი მიმართულებით მიდის. ლისაბონში სადილის დროს ვნახე, გუნდელებს ესაუბრებოდა და ეხუმრებოდა. ახლა ის ეროვნულ ნაკრებში მიდის, ასე რომ, ისევ არ იქნება ჩვენთან, მაგრამ დაბრუნებისთანავე მძიმე სამუშაო უნდა იტვირთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდება ძირითად შემადგენლობაში", - ციტირებს მწვრთნელს Sport.pl.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვაკოს თუ ვერ მოუძებნე ადგილი და ვერ გამოიყენე აბა რა ჯანდაბის მწვრთნელი ხარ ბარსელონა ხოარაა რო ვარსკვლავები ყავდეს და ვერ ამოაგდოს ვინმე გაქლიავებული ფეხბურთელები ყავს ტიპს და ვაკოს ვერ გამოვიყენებო. უყურებს ნაკრების თამაშებს და მიხვდება რა შეუძლია ვაკოს
nika
03 ოქტომბერი 2016 17:25
0
ლეგიას არ ვექომაგები ,მაგრამ რომ წერთ-სხვაგან უნდა წასულიყოო,ოფშკვითის ბაზარი კი არ არის,ვინც წაიყვანა იქ წავიდა სათამაშოდ.ვაკოს ვიტესეშიც პრობლემები შეექმნა.მწრვთნელი,ფროსერი,ბოლოს ათამაშებდა ნახავარდაცვაში ნაკამბა-ბეიკერ-ნოომის ტრიოს და ვაკოს ადგილი აღარ ჰქონდა ძირითადში.ალბათ ლეგიაში განათხოვება მაინც იმითი იყო განპირობებული რომ ჩ.ლ-ში ეთამაშა,მაგრამ თვით ლეგიასაც დიდი პრობლემები შეუქმნა წინა მწვრთნელმა ბესნიკ ჰასიმ,გუნდი ფაქტიურად დაიშალა,ტაქტიკა არავითარი,დარბოდნენ გაუგებრად.მე რომ მკითხო,არც ამ ახალ მწვრთნელის იმედიც(მეგიერას) არა მაქვს,მაგრამ ვნახოთ.ვაკოს-წარმატებები,ოღონდ უნდა მეტი იმუშაოს.ეხლა კარგ ასაკშია და თუ არ იზარმაცებს კარიერის კარგი პერსპექტივა აქვს.
simartle
01 ოქტომბერი 2016 17:50
0
ოო ძალიან ცუდი არამგონია ვაკოს ენდოს
svani
01 ოქტომბერი 2016 16:36
0
არ არი ლეგია ვაკოს სტილი და პოლონეთის ჩემპიონატი,ხისთი რუსულ ფეხბურთთან მიახლოვებული ჩემპიონატია...უფრო ესპანეთი ან ჰოლანდიაში უკეთესი გუნდი რომ ენახა ჯობდასადაც უფრო ლაღი და ტეკნიკური ფეხბურთია გაბატონებული
ჯეკი
01 ოქტომბერი 2016 15:15
0
ეს იმის ბრალია მათმა ნაკრებმა ორჯერ,რომ გაგვანადგურა.
Z
01 ოქტომბერი 2016 15:12
0
ამის ინტელექტი გამოჩნდა, ... გვერდზე დათრგუნული რომ ეჯდა და "უპრავებდა" ალიბს. ფეხბურთელის და საერთოდ სპორტსმენის, წარმატების გარანტი არის მტკიცე ხასიათი და შინაგანი ინტელექტი. ეს ორი მახასიათებელი უბიძგებს ლიდერობისკენ ფეხბურთელს და ასეთის არა მქონენი მუდამ საგონებელში აგდებენ მწვრთნელებს, განსაკუთრებით მაღალი დონის ლიგებში.
okribeli
01 ოქტომბერი 2016 14:51
0
ეს მწვრთნელია თუ მკითხავი?...:)...შე კაი კაცო, მანამდე მოგეფიქრებინა ვინემ ლეგიაში წაიყვანდი... შენი მოგებული თამაშები დავხიე მე :))
dato
01 ოქტომბერი 2016 14:29
0
ჩემი აზრით სწორი იყო ლეგაშო განათხოვრება, ნაკრებიდან რომ დაბრუნდება მჯერა რომ ლეგიაში ძირითადში აუცილებლად მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას და დიდ გამოცდილებას მიიღებს უდიდეს ჩემპიონატში მონაწილეობით, სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც გაუშვეს ლეგიაში
Akaki
01 ოქტომბერი 2016 13:41
0
ლეგიაში გადასვლა არასწორი ნაბიჯი იყო. ეს ფეხბურთელის კი არა მისი მენეჯერის ბრალია... ფეხბურთელს სჭირდება მეტი სათამაშო დრო, ალბათ ვაკოს უთხრე, რომ ბევრი სათამაშო დრო ექნებოდა და ისიც დათანხმდა. ეხლა უნდა მოკითხოს იმას ვინც ლეგია ურჩია...
1
01 ოქტომბერი 2016 13:13
0
მართლა არაადეკვატურია !
საქართველო - ავსტრია დვდ გენახა შე კაი კაცო :))) ვაკოს რო არ გამოიყენებ 20-25 წუთი მაინც იდიოტიზმია.
ვაკო ჩვენ გვჯერა შენი !!!
daviti
01 ოქტომბერი 2016 13:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული