Przegladsportowy.pl: ვაკო ყაზაიშვილი "ლეგიას" სუსტი წერტილია

AutoSharing Option
პოლონურმა საიტმა przegladsportowy.pl ვარშავის "ლეგიას" ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გუნდის სუსტ წერტილად მოიხსენია.

- ლეგიონის უქმეები: ხუთი გოლი და ყაზაიშვილის დებიუტი [VIDEO]

"ლისაბონში ის განაცხადს მიღმა დარჩა. "ლეხიას" წინააღმდეგ მწვრთნელმა მას შანსი მისცა და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. თუ თქვენ გგონიათ, რომ "ლეგიას" სუსტი წერტილები აქვს, ერთ-ერთი ვაკო ყაზაიშვილია.

მწვრთნელის თქმით, თავის წარმოსაჩენად ქართველს დრო სჭირდება, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ, არანაირი დრო არაა საჭირო...

ყაზაიშვილს ნებისმიერ ფასად სურდა მწვრთნელისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი განაცხადს მიღმა დატოვება შეცდომა იყო. სწორედ ამიტომ, ბურთის
ყოველი მიღებისას ინდივიდუალურად მოქმედებდა და მაშინ, როცა გუნდურად თამაში შეეძლო, უსარგებლო დრიბლინგს აკეთებდა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აბსოლიტურად ყველა ჟურნალისტი დებილია ვინც ფიქრობს რო 77 წუთზე შესული ფეხბურთელი თან 3-0 რომ არის ანგარიში მაგ დროს გუნდურ თამაშს დაიწყებს და არა თავის გამოჩენას და ამას სუსტ წერტილად ჩაუთვლის
nika
15:47 03-10-2016
0
წამოდი შვილო წამოდი მაქედან

რაც შეიძლება სწრაფად...
16:01 03-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული