"ურალის" გულშემატკივრებმა გიორგი ჭანტურია "ტომთან" მატჩში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
"ურალის" გულშემატკივრებმა გიორგი ჭანტურია რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში, სტუმრად "ტომთან" ჩატარებულ მატჩში, თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა "ურალის" ოფიციალური საიტის ფორუმზე გაიმართა და სასიხარულოა, რომ ჭანტურიამ თვალშისაცემი უპირატესობით მოიგო.

"ტომთან" შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა თამაში სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. კუთხურიდან მისი ჩაწოდების შემდეგ კი "ურალმა" გოლი გაიტანა და ქულა მოიპოვა - 1:1.

- ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას კუთხურმა "ურალს" ქულა გადაურჩინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭანტურია როგორც იქნა ფორმაში შედის, მას კიდევ ბევრი შეუძლია მაგრამ ნაკრებში არ დაუძახეს,მაშინ უძახოდენ როცა ფორმაში არ იყო და ახლა არ გამოიძახეს,ეს მწვრთნელის დიდი შეცდომაა.
bebeto
14:57 04-10-2016
0
აბა სწორია ახლა ბატონი ვაისის საქციელი?..რომელი ყავს ამაზე უკეთესი თავდასხმაში?
murtalo
23:19 03-10-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული