ბერძნული მედია: თემურ ქეცბაია რჩება, რათა წავიდეს...

AutoSharing Option
sdna.gr-ის ცნობით, "ოლიმპიაკოსთან" 0:3 მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიას აეკ-ის ხელმძღვანელებთან სერიოზული ლაპარაკი ჰქონდა.

აეკ-ის ქართველი თავკაცის მომავლის საკითხი ამ შეხვედრაზე წყდებოდა, თუმცა კლუბის დირექტორებთან, დუშან ბაჟევიჩთან და დანიელ მაისტროვიჩთან საუბრის შემდეგ, 48 წლის სპეციალისტმა გამოცემას განუცხადა, რომ ის რჩება გუნდში და აგრძელებს აეკ-ის გაწვრთნას.

თუმცა ბერძენი ჟურნალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქეცბაიას მომავალი ათენურ გუნდში კვლავაც ბუნდოვანია; რომ მას ხელიდან გაექცა ფეხბურთელთა მართვის სადავეები - გასახდელში სიტუაციას ვეღარ აკონტროლებსო.

"ქეცბაია რჩება, რომ წავიდეს" - contra.gr-ის სტატიის სათაურია. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში
სწორედ დერბის წაგებას ემსხვერპლა აეკ-ის თავკაცი ტრაიანოს დელასი, ის გაათავისუფლეს.

საბერძნეთის ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 4 ტურია გასული. ქეცბაიას აეკ-ი 7 ქულით მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ქეცბაიას წსავლის მერე რამდენად სად ვართ კი ხედავთ თურმე არ ყოფილა ეს კაცი პრობლემა და კვიპროსის ჩემპიონობა თუ არაფერია მაშინ რავი. ისე ცნობისვის დიდი ხანი არაა გასული მას მერე რაც აეკი უმაღლეს ლიგაში აღზევდა
saba
15:47 04-10-2016
0
ქეცბა მაგარი კაცი ხარ!
წარმატებები აეკთან ერთად!
Georgian
20:27 04-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული