პანიკა და სტიქიური ფეხბურთი - შოთა მახარაძე რუმინულ მარცხს აანალიზებს

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ქართველები წარუმატებლად თამაშობენ. სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი ალმათის "ქაირათთან" 0:3 დამარცხდა. ამავე ტურნირში მონაწილეობდა ტირასპოლის "შერიფის" ჭაბუკთა გუნდი, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა მახარაძე ავარჯიშებს. მის მიერ გაწვრთნილი "შერიფი" რუმინეთში "ვიტორულს" ესტუმრა და 1:4 დამარცხდა.

"თითქოს, თამაშამდე ბიჭები კონცენტრირებულები იყვნენ, მაგრამ უცხო არენამ და მაყურებელმა მათზე ცუდად იმოქმედა.

სამწუხაროდ, მეტოქე უფრო სწრაფი, გამოცდილი და შემოქმედებითი აღმოჩნდა. დაიწყო პანიკა და სტიქიური ფეხბურთი, თამაშის ორგანიზაცია ისეთი
არ გვქონდა, რასაც ველოდით და ყველა რგოლში დიდი პრობლემები გამოჩნდა. მაგრამ რომელიმე ფეხბურთელის გამტყუნება არ მსურს, რადგან მთელი გუნდი ჩავარდა, თანაც, ბოლოს მოედანზე 10 კაცით დავრჩით.

თუმცა სულით არ უნდა დავეცეთ - ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და ცხოვრებას ახლა იწყებენ. უბრალოდ, ეს წაგება ყველამ უნდა გააანალიზოს, რათა წინ წავიდეთ", - ამბობს მახარაძე.

საპასუხო შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება. იმავე დღეს თბილისის "დინამოს" 19-წლამდელები ალმათიში "ქაირათს" შეხვდებიან და იმედია, თბილისური მარცხისთვის რევანშს აიღებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რევანშს აიღებენ?? დარწმუნებული ხარ რომ აიღებენ??? ესე თავდაჯერებულობა საიდან???
nika
16:26 05-10-2016
0

სიახლეები პოპულარული