გიორგი აბურჯანია: კიდევ ათი დღე და...

AutoSharing Option
"სევილიასთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ გიორგი აბურჯანია ავსტრიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ ტრავმის გამო შეკრება ნაადრევად დატოვა.

რა მდგომარეობაშია 21 წლის ფეხბურთელი და როდის დაუბრუნდება მოედანს? ამის გასარკვევად, აბურჯანიას ესპანეთში დავუკავშირდით.

"ნაკრების შეკრებაზე, ერთ-ერთი ვარჯიშისას, კუნთი გამიწყდა და მას შემდეგ ერთი თვეა, რაც ვმკურნალობ. რეაბილიტაცია, დაახლოებით, კიდევ 10 დღე გაგრძელდება და ვარჯიშს ამის შემდეგ განვაახლებ", - გვითხრა აბურჯანიამ.

საინტერესოა, რომელ გუნდში დაიწყებს ის ვარჯიშს? ფეხბურთელს ამის შესახებაც ვკითხეთ:

"ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ "სევილიას", მისი სარეზერვო გუნდის, "სევილია ატლეტიკოსა" და საფეხბურთო
აკადემიის ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი ერთად, კლუბის რეაბილიტაციის ცენტრში ვმკურნალობთ. მერე რა იქნება, ახლა არ ვიცი.

სხვათა შორის, "სევილიას" მშვენიერი სამედიცინო მომსახურება აქვს, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული