წყაროს ცნობით, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 45 წლის სპეციალისტის გაშვებაზე კლუბში უკვე სერიოზულად ფიქრობენ. 7 ტურის შემდეგ "ემპოლის" 4 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.
მარტუშელომ "ემპოლი" მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდი მაურიციო სარიმ და მარკო ჯამპაოლომ დატოვეს, რომლებიც შესაბამისად, "ნაპოლისა" და "სამპდორიაში" გადაბარგდნენ.
მარტუშელოსთვის გადამწყვეტი სერია A-ს ორ უახლოეს ტურში
რაც შეეხება გუნდის ქართველ ლეგიონერებს, მჭედლიძემ მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ბოლო ორ მატჩში, შეცვლაზე ითამაშა და გოლი არ გაუტანია. ჭანტურიას კი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, "ემპოლის" მთავარ გუნდში თამაშის საშუალება ჯერჯერობით არ ჰქონია.