აღნიშნულ ინფორმაციას azerisport.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კვეკვესკირი "გაბალას" კიდევ ორ მატჩს გამოტოვებს - 15 ოქტომბერს ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას "ინტერთან" და 20 ოქტომბერს ევროპალიგის მესამე ტურის მატჩს "სენტ ეტიენთან".
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველს, რომელიც "გაბალას" რიგებში ბოლოს 10 სექტემბერს და ისიც შეცვლაზე გამოჩნდა, კოჭი დაუზიანდა, რის გამოც ის ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა ირლანდიასა და უელსთან.